1. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილისა და მერიისს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

3. თუ მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  ნორმატიულ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს  ან  საკრებულოს  დავალებით  საკრებულოს  თავმჯდომარის  მიერ განსაზღვრული  პირი, ხოლო მერიას − მერის მიერ განსაზღვრული პირ