1. დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის, ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ინიციირების პროცესში, ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ტარდება დასახლების საერთო კრება.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოები და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან:

ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე უფლებამოსილ პირს;

ბ) დასახლების საერთო კრების დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასახლებათა საზღვრების ცვლილების თაობაზე;

გ) უზრუნველყონ დასახლების საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;

დ) საერთო კრების მიერ შმოთავაზებული საკითხის განხილვამდე 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეული.

3. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) დასახლების საერთო კრების ტიპობრივი დებულების დამტკიცება;

ბ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა;

გ) საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვა.

4. საერთო კრების გამართვის, საერთო კრებაზე საკითხების ინიცირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის, საერთო კრების მდივნისა და რჩეულის უფლება მოვალეობების, აგრეთვე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულ