1.
დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის, ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ინიციირების პროცესში, ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ტარდება დასახლების საერთო კრება.
2.
მუნიციპალიტეტის ორგანოები და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან:
ა)
განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე უფლებამოსილ პირს;
ბ)
დასახლების საერთო კრების დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასახლებათა საზღვრების ცვლილების თაობაზე;
გ)
უზრუნველყონ დასახლების საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;
დ)
საერთო კრების მიერ შემოთავაზებული საკითხის განხილვამდე 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში, თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეული.
3.
დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა)
დასახლების საერთო კრების ტიპობრივი დებულების დამტკიცება;
ბ)
მუნიციპალიტეტის მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა;
გ)
საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვა.
4.
საერთო კრების გამართვის, საერთო კრებაზე საკითხების ინიცირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის, საერთო კრების მდივნისა და რჩეულის უფლება მოვალეობების, აგრეთვე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 139. დასახლების საერთო კრება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 124. დასახლების საერთო კრება
- მუხლი 130. მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში
- მუხლი 135. მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში
- მუხლი 136. ხონის მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში
- მუხლი 127. 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში
- მუხლი 1351. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 133. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი მიმართვა
- მუხლი 134. მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვის წესი
- მუხლი 135. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა")
- მუხლი 136. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 137. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი
- მუხლი 138. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა
- მუხლი 140. მოსახლეობის გამოკითხვა
- მუხლი 141. მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება
- მუხლი 142. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 143. საკრებულოს წევრის ანგარიში
- მუხლი 144. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 139, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-139/