თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.12.2017 ბოლო ცვლილება 15.01.2026
ნომერი
№193/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430120000.22.022.017445
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №193/ნ

2017 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
განისაზღვროს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი ამ ბრძანების დანართის 1-ის შესაბამისად .
მუხლი 2
განისაზღვროს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადების და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის №146/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge , 28/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 430120000.22.022.017053).
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი