1.
მერიის სტრუქტურა მოიცავს მერიის თანამდებობის პირებს (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე (მოადგილეები) და მერიის სტრუქტურულ ერთეულებს.
2.
მერიის სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – მერიის სამსახური) იქმნება (უქმდება) და მათი რაოდენობა და დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით.
3.
მერიის სამსახურის ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4.
მერიის სამსახურში, მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეულები (შემდგომში –
განყოფილებები).
5.
მერიის თანამდებობის პირების და მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულ