1.
მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა)
პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომში –
მოხელე), რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ, მერიის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ)
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
2.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილ