1.
მერიის სტრუქტურული ერთეული არის მერიის სამსახური, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით –
საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2.
მერიის სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3.
მერიის სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4.
მერიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)
ადმინისტრაციული სამსახური;

ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ)
ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახური;

დ)
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური;

ე)
კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

ვ)
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური;

ზ)
შიდა აუდიტის სამსახური;

თ)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი)
სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.

5.
მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნი