ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის ანგარიში
საანგარიშო პერიოდში ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
ა) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 9 (ცხრა) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით – 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 9 (ცხრა);
გ) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ამ კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინარული სახდელის დადება;
ე) მთავრობის წარმომადგენლობას არ განუცხადებია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
ვ) მთავრობის წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი