ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №528
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2017
matsne.gov.ge 892 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 15.12.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 29.12.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 30.11.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 28.12.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 1. 97% 24.07.2017

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №528 2017 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ბორჯომის მუნიციპალიტეტში,  ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.01.623) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საპროექტო ობიექტი -  სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი; ობიექტის მისამართი  ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი  „გეოლოგების“ მიმდებარედ; მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდე ( ს/კ №64.30.01.623); მესაკუთრე - შპს „მედი ქლაბ ჯორჯია“. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების საპროექტოს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს-შეადგენს 5500.00 კვ/მ-ს. ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები ტერიტორიის დახასიათება და ქალაქმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში, „გეოლოგების“ მიმდებარედ; ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით მოითხოვს  ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებას.  ტერიტორიის ზოგადი და კონკრეტული ზონები განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმით, დავალებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად. გათვალისწინებულ იქნეს წარმოდგენილ წინასაპროექტო კვლევის შედეგები და დასკვნები. შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან. მოხდეს შენობის  მორგება არსებულ გარემოსთან. გრგ-ს პროექტის ფარგლებში წარმოდგენილ იქნეს მიმდებარე ტერიტორიების სავარაუდო განვითარების ხედვა. საპროექტო შენობის მოშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს გრგ-ს პროექტით. კომპლექსი დაპროექტდეს საპროექტოდ გამოყოფილი ტერიტორიისთვის დადგენილ საზღვრებში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით; გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა; ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: 3 საწოლზე - 1 ავტოსადგომი ავტოსადგომები  უმეტესი ნაწილი განთავსდეს მიწისქვეშ. მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევა და გადატანა, ან მათი სივრცით გეგმარებითი მოწყობის შეცვლა. განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში - გრგ) პროექტით მოთხოვნები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედავობა და სხვა) გრგ-ს პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე. დაცულ იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები; შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას; ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები; მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები  (არსებობის შემთხვევაში); მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნეს შესაბამის უწყებებთან; წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის სქემა, შიდასაფეხმავლო და რეკრეაციული სივრცეების გათვალისწინებით; გრგ-ს დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები; მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები; გათვალისწინებულ იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა და ტერიტორიის მიმდებარედ არსებული საინჟინრო ქსელი; ტერიტორიის და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო-კომუნალური, სატრანსპორტო  და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა; პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები. ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდასატრანსპორტო  ქსელით, ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისთვის და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა); მიწის ნაკვეთების ფართობი 5500.00 მ​2  ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1 0,3 _____ _____ ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე 11 მეტრი ფასადის სიმაღლე, მიწის ყველაზე დაბალი წერტილიდან; 15 მეტრი კეხში; ტერიტორიის განმწვანების კოეფიციენტი კ3 0.3 ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები) ბ) განაშენიანების  სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) ა) განისაზღვროს გრგ-ს პროექტით, ბ) განისაზღვროს გრგ-ს პროექტით, ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა. ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა, ა) განისაზღვროს გრგ-ს პროექტით, ბ) განისაზღვროს გრგ-ს პროექტით, შენობის მაქსიმალური სიმაღლე/სართულიანობა   3  სართული მანსარდით. განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში -გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი განაცხადი. ტერიტორიის გრგ-ს რუკა გეგმარებითი დავალება. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა. ზოგადი გეოლოგია. გრგ-ს ტექნიკური ნაწილი: გრგ-ს აღწერა, განმარტებითი ბარათი. განხორციელების ეტაპები და რიგითობა. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000. ტოპო-გეოდეზიური  ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში). განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000. ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში). მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა). ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი  ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში) . საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში). არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში). შენიშვნები: გრგ-ს პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების ,,ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად. გრგ-ს საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით. განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში -გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალში მე-6-დან მე-16 პუნქტის ჩათვლით მითითებული მასალები წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში.საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს. გრგ-ს წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს: საპროექტო ტერიტორიის საზღვრები. მიწის ნაკვეთის საზღვრები. განაშენიანების რეგულირების ხაზები. შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H. მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯვნის სქემა). განაშენიანების კოეფიციენტი კ1. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2. გამწვანების კოეფიციენტი კ3. ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები. მითითებული იყოს გაბარიტული ზომები.