სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებების შესრულების თაობაზე (საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 9 დეკემბრამდე ინფორმაციას)
2017 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში სულ რეგისტრირებულია 27 განცხადება, მათ შორის 4 განცხადება მიღებულია ფიზიკური პირისგან, ხოლო 23 განცხადება იურიდიულ პირს ეკუთვნის.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით დაკმაყოფილებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 27-ივე განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისთვის საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არც ერთ განმცხადებელს არ მოუმართავს. უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს არცერთი განმცხადებლისათვის არ გაუცია.
,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია მოსაკრებლის გადახდის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა.
,,მოსაკრებლის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში არცერთ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაუხდია.
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემა პერსონალურ მონაცემთა შესახებ ხორციელდებოდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის 2015 წლის 7 მაისის 22 შ ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის (მატერიალური და ტექნიკური ფორმით) გაცემით უზრუნველყოფაზე და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ანა ბაქანიძე.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2017 წლის 9 დეკემბრის ანგარიში პროაქტიულად გამოქვეყნდება სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე www.fondi.gov.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში ზოგადი ინფორმაცია.