მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის III თავით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის უფლბამონაცვლის, 2017 წლის ანგარიშს:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, 2017 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, შემოსულია 49 განაცხადი, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში - 18; ხოლო მოთხოვნა - საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, არ შემოსულა;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა: მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - 49, ხოლო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში - 18 მოთხოვნა; არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დაკისრებულა;
ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ განუცხადებია, შესაბამისად, უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
ზ) რამდენადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ ყოფილა შემთხვევა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2017 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.