საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ( ინფორმაციის თავისუფლება ) მოთხოვნათა შესრულების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად , საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ( შემდგომში – კომისია ) მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.
საანგარიშო პერიოდად აღებულია 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდი.
საანგარიშო პერიოდში კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 72 (სამოცდათორმეტი ) წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 63, ნაწილობრივ – 7, ხოლო 2 (ორი) განცხადება პასუხის გაცემის მიზნით კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტს კანონით დადგენილ ვადებში წარმოებაში ერიცხება. ნაწილობრივ დაკმაყოფილება გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, კონფიდენციალურობით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 3 იანვრის №3 ბრძანების შესაბამისად, კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორი ელეონორა ლაგვილავა. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებდა როგორც კომისიის ელექტრონული ფოსტით (publicinfo@gnerc.org), ასევე კანცელარიით საჯარო ინფორმაციის გაცემის ან განმარტების მოთხოვნის თაობაზე შემოსული წერილების რეესტრს.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული
72 (სამოცდათორმეტი ) კორესპონდენციიდან მოთხოვნილი იყო:
• სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“მიერ 0 9.12.2016წ. №12486/01 წერილით – ინფორმაცია მითითებული პირების (შპს „იუაი საქართველო“, შპს „KPMG“, შპს „აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“, შპს „სააუდიტორო ფირმა ბუღალტერ - ექსპერტი“, შპს „ცელოიტი და ტუში“, შპს „ელიტაუდიტი“, შპს „ცოდნისა“, შპს „აუდიტ - პროფესიონალი“, შპს „კონსაუდი“, შპს „მორისონ ჯორჯია“, „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“, შპს „აუდიტორული და საკონსულტრაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯია “, შპს „არესემ საქართველო“, შპს „პაპიაშვილი კონსალტინგ გრუპ“, შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯია“, შპს „პრესტიჟ - აუდიტი “, შპს „ბიდიო“, შპს „გრანტ თორნთონ“, შპს „ფი - ქეი - ეფ ჯორჯია“, შპს „ფოპრმენი“, შპოს „ნექსია თიეი“) მიერ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან მიმართებაში განხორციელებული აუდიტორული მომსახურების თაობაზე, კერძოდ, განხორციელდა თუ არა კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და შესაბამისი დასკვნების წარმოდგენა და, ამასთა ნ, კომისიის მიერ საჭიუროების მიჩნევის შემთხვევაში კომისიაში არსებული ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც კომისია თვლის, რომ გთვალისწინებულ უნდა იქნეს სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
• საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ 06.03.2017 წ. №3759/01 წერილით – ინფორმაცია რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანიების (ფირმების) შესახებ, რომლებიც 2017 წელს ახორციელებენ იმპორტს
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
• ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ
02.06.2017წ. №8148/01 წერილით – ყოველწლიური მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე: კანალიზაციის ქსელით მოსარგებლე მოსახლეობის რაოდენობა თბილისში, თბილისში გაუწმენდავი ჩამდინარე წყლის მოცულობა, თბილისში ჩამდინარე წყლის მთლიანი მოცულობა, თბილისში პირველადი, მეორადი და მესამეული გაწმენდით დამუშავებული ჩამდინარე წყლის მოცულობა, თბილისში სასმელი წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა, თბილისის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც სარგებლობს უწყვეტი და გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით, გაუმჯობესებული სანიტარიით, თბილისში დღე - ღამის განმავლობაში მოხმარებული საყოფაცხოვრებო წყლის რაოდენობა, დღე ღამის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობის მიერ წყლის საერთო მოხმარება, ოჯახებისთვის წყალმომარაგების შეწყვეტის საერთო ხანგრძლივობა, თბილისში მოსახლეობისათვის მიწოდებული და მოსახლეობის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობების სხვაობ ა, მოსახლეობისათვის მიწოდებული წყლის რაოდენობა.
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ 21.08.2017 წ . №11619/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს №64/1 გადაწყვეტილებით კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი - სს „თელასის“სატარიფო განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელი პირების მიერ:
• სს „ენერგო - პრო ჯორჯიას“მიერ 27.12.2016 წ . №13193/01 წერილით „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ (სს „ენერგო - პრო ჯორჯიასათვის“ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით) კომისიის 2016 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი, განმარტებითი ბარათი და ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
27.12.2016 წ. №13191/01 წერილით – „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე აწჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესი, ჩითახევჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, რიონჰესი, საცხენჰესი, ორთაჭლჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით) კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი, განმარტებითი ბარათი და ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
27.12.2016წ. №13194/01 წერილით – „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ( სს „ზაჰესისთვის “ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით) კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი, განმარტებითი ბარათი და ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
17.01.2016წ . №510/01 წერილით – ინდივიდუალურ მეწარმე გაგა დარჯანიასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 14 და 22 დეკემბრის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• სს „ენერგო - პრო ჯორჯიას “პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის მიერ 20.02.2017 წ . №2705/01 წერილით – სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ 2016 და 2017 წლებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის განაწილების ტარიფში გათვალისწინებული საოპერაციო დანახარჯები , კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი, კომისიის განმარტებითი ბარათი, კომისიის 26.12.2916 წლის სხდომის ოქმი, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“დისტრიბუციისა და გენერაციისათვის 2015, 2016 და 2017 წლებისათვის დადგენილი სახელფასო ფონდის და 2015-2016 წლებში მათი ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ასევე განმარტება, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2017 წლის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფში გათვალისწინებული საოპერაციო დანახარჯების შემცირების ოდენობა და მიზეზი, მიმდინარე 2017 წელს „ენერგო - პრო ჯორჯია“ადმინისტრაციის მიერ სახელფასო ფონდის ზრდის, ზეგანაკვეთური სამუშაოს სრული ანაზღაურებისა და დამატებითი კადრების აყვანის შემთხვევაში აღნიშნული თანხები აისახება თუ არა 2018 წლის ტარიფში
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• სს „თელასის “მიერ
15.08.2017წ . №11477/01 წერილით – „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ კომისიის 2017 წლის 10 გვისტოს სხდომის ოქმიდან ამონაწერი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
18.09.2017წ . №12558/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი სს „თელასის“მიერ მომხმარებელთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“მიერ
05.04.2017წ . №5021/01 წერილით – „გადამცემ ქსელზე მიერთების მოთხოვნაზე უარის თქმის ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმები და მათი შეფასების მეთოდოლოგიის შეთანხმების შესახებ“კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით კომისიის 2017 წლის 23 მარტის სხდომის ოქმიდან ამონარიდი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
18.10.2017წ . №13729/01 წერილით – სს „თელასის“ხუთწლიანი განვითარების გეგმის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ხუთწლიანი განვითარების გეგმის, „ქსელის წესების“ცალკეული მოთხოვნების გადავადების თაობაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას გენერაციის“მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის №54/51 გადაწყვეტილებში ცვლილების შეტანის, „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“დამტკიცების შესახებ კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის , „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“კომისიის 2017 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის “მიერ
30.12.2016წ. №13313/01 წერილით – კომისიის მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს დადგენილებით დამტკიცებული შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (თბილსრესის №3 და 34 ენერგობლოკები) გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვარი) გაანგარიშებები, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის ზემოაღნიშნულ დადგენილებას, განმარტებითი ბარათი და კომისიის 2016 წლის 21 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „ჯორჯიან მანგანეზის “მიერ
24.02.2017 წ . №3101/01 წერილით – „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებისა და „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“კომისიის 2015 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილების მიღების საფუძველი და სატარიფო გაანგარიშებებთან დაკავშირებული ინფორმაცია, შესაბამისი სხდომების ოქმები , შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ტარიფიკაციის დათვლის დეტალური ინფორმაცია და საშტატო ერთეულის დეტალური ნუსხ , პოზიციებისა და ხელფასების მითითებით
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა კომპანიის კომერციული
საიდუმლოებისა და მესამე პირებისთვის კონფიდენციალური, ასევე პერსონალური და პირადი ხასიათის შემცველი ინფორმაცია );
• შპს „მტკვარი ენერჯის “მიერ
30.12.2016წ. №13314/01 წერილით – კომისიის მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს დადგენილებით დამტკიცებული შპს „მტკვარი ენერჯის“საკუთრებაში არსებული მე-9 ენერგობლოკის გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზედა ზღვრული ტარიფის გაანგარიშებები, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის ზემოაღნიშნულ დადგენილებას , განმარტებითი ბარათი და კომისიის 2016 წლის 21 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“მიერ
10.01.2017წ. №247/01 წერილით – „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილების განმარტებითი ბარათი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
07.03.2017წ . №3698/01 წერილით – „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილწყალკანალზე “ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიის გაცემის შესახებ“კომისიის ( სემეკ ) 2001 წლის 9 ნოემბრის №100 გადაწყვეტილების ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „რუსთავის წყლის“მიერ
10.01.2017წ . №248/01 წერილით – „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილების განმარტებითი ბარათი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „მცხეთის წყლის“მიერ
10.01.2017წ. №248/01 წერილით – „წყალმომარაგების ტარიფების შესახე ბ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილების განმარტებითი ბარათი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• სს „საქორგგაზის“მიერ 13.10.2017 წ. №13538/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი სს „საქორგგაზსა“და შპს „გაზ იმპექსს“შორის არსებული დავის შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“მიერ
07.02.2017წ. №1442/01 წერილით – შპს „ტაბასა“და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“შორის დავასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში კომისიაში არსებული დოკუმენტაციის ასლები და კომისიის შესაბამისი სხდომების ოქმებიდან ამონარიდები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „ვარკეთილაირის“მიერ 21.03.2017 წ. №426/01 წერილით – ბუნებრივი გაზის ძირითადი მომწოდებელი კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც გაზს ყიდიან სხვა მომწოდებელ კომპანიებზე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „ვიპ - სერვისის“მიერ
06.06.2017წ. №8193/01 წერილით – კომისიაში შპს „ვიპ - სერვისის“მიერ განაწილების ლიცენზიის მიღებათან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შპს „ვიპ-სერვისის“მიერ კომისიის საპასუხო წერილების ჩაბარების შესახებ ხელმოწერილი რეესტრი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
19.10.2017წ. №13766/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი, 2016-2017 წლებში შპს „ვიპ სერვისის“შესახებ არსებული დოკუმენტაციის ასლები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „ჯ.ბ.ჯ “- ს მიერ 28.07.2017 წ . №10805/01 წერილით – შპს „ლამპარზე“ („ალგეთი ჰესი“) კომისიის 2006 წლის 18 ივლისის №19/2 გადაწყვეტილებით გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემის საფუძველი , პირველადი დოკუმენტაცია
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ:
• ა (ა ) იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“მიერ
25.05.2017წ . №7668/01 წერილით – 2016 წელს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების, სახელფასო დანამატების ოდენობა თვეების მიხედვით; მათზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების, მისი დანართების და მოხსენებითი ბარათების ასლები; 2017 წელს კომისიის შრომის ანაზღაურების ფონდიდან პრემიებისა და სახელფასო დანამატებისთვის განსაზღვრული თანხები; 2016 წელს საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღურებისთვის გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა; 2016 წელს ვეყნიე გარეტ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია მივლინების თარიღის, მიზნისა და ქვეყნის მითითებით; 2016 წელს “როუმინგულ” მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა; 2016 წელს სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების ჯამური ოდენობა; სატელეფონო საუბრებზე ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები; 2016 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჯამური ოდენობა; 2016 წელს სტუმრების გამასპინძლებასთან დაკავშირებით სარესტორნო მომსაურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები (კონკრეტული ღონისძიების ჩამონათვალი);
2016 წელს ავტომობილების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა; 2016 წელს საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა; საწვავის მოხმარებაზე ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები; დღეის მდგომარეობით, ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი; 2016 წელს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო კომისიის ბალანსზე არსებულ ავტომობილებზე გამოერილი ვიდეო ჯარიმებისა და დაკისრებული საჯარიმო თანხის საერთო ოდენობა; დთეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხა თანამდებობრივი სარგოების მითითებით; 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა; 2016 წელს საშუალოდ დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა; 2016 წელს გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა; 2016 წელს იძულებითი განაცდურის სახით და შრომითი კატეგორიის სხვა დავების შედეგად დაკისრებული თანხები; 202013- 2016 წლებში კომისიის თანამშრომლებისთვის რეგრესის წესით მოთხოვნილი და ანაზღაურებული ზიანის ოდენობა; 2016 წელს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალი, გაწეული ხარჯების მითითებით; დღეის მდგომარეობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა დ/ან აღნიშნული საქმიანობით დაკავებული ცალკეული პირების რაოდენობა; 2016 წელს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დადაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება და / ან აღნიშნული საქმიანობით დაკავებული ცალკეული პირების შრომის ანაზღურების ხარჯები; 2016 წელს გაწეული სარეკლამო ხარჯების ოდენობა, მათ შორის, სატელევიზიო, ინტერნეტ, სოციალური ქსელის, საბეჭდი მასალების , ბროშურების , ბუკლეტების და სხვა სარეკლამო ხარჯები; 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით, წინა წელთან შედარებით, შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯების ჩამონათვალი, შესაბამისი ეკონომიის მითითებით .
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ . მოთხოვნილი ინფორმაცია – საშტატო ნუსხა
მიეწოდა თანამდებობრივი სარგოს მითითების გარეშე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების ჯამური ოდენობა – იდენტიფიცირებადი ინფორმაციის გარეშე, შემდეგი სამართლებრივი გარემოებების გამო: კომისიაში დასაქმებული პირები არ არიან თანამდებობის პირები და არც საჯარო მოხელეები და მათი პერსონალური (მათ შორის, შრომის ანაზღაურების) ინფორმაცია დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44- ე მუხლით );
29.08.2017წ. №11847/01 წერილით – 2016-2017 წლებში კომისიის წევრებზე დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ, წლებისა და თვეების მიხედვით; 2016-2017 წლებში კომისიის წევრებზე დარიცხული სახელფასო დანამატის ოდენობის შესახებ, წლებისა და თვეების მიხედვით; 2016-2017 წლებში კომისიის აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე (სარგო, პრემი ა, დანამატი ) გაწეული ხარჯი; 2016-2017 წლებში ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯი; 2016-2017 წლებში კომისიის წევრების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯი, ხარჯვითი კატეგორიების (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვ.) მიხედვით , მივლინების თარიღის , მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით; 2016-2017 წლებში „როუმინგულ” და ადგილობრივ სატელეფონო საუბრებზე გაწეული მომსახურების ხარჯი; 2016-2017 წლებში სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯი; 2016-2017 წლებში სტუმრების გამასპინძლებასთან დაკავშირებით სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი ( კონკრეტული ღონისძიების ჩამონათვალის, თითოეულზე დახარჯული თანხის, ღონისძიების ჩატარების დროის და ადგილის მითითებით), 2016-2017 წლებში ავტომობილების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა, კომისიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი ( ავტომობილის მოდელის, ავტომობილის გამოშვების წელის, შესყიდვის თარიღის, შესყიდვის ფასისა და ნარჩენი ღირებულების მითითებით, ასევე იმ თანამშრომლის თანამდებობა, რომელსაც გადაცემული აქვს მფლობელობაში შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალება); დღეის მდგომარეობით, დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობაა; 2016-2017 წლებში გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა (საშტატო და შტატგარეშე) განთავისუფლების მიზეზების მიხედვით; 2016- 2017 წლებში შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობის შესახებ ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან/ თანამდებობის პირთან საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის თანახმად გაგზავნილ მიწერილობათა (წერილობით შეთანხმებათა) ასლები; 2016-2017 წლებში კომისიაში საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის V 1 თავის მიხედვით განხორციელებული მხილების შემთხვევების რაოდენობა; 2016-2017 წლებში განხორციელებული მხილების თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გატარებული ღონისძიებები; 2016-2017 წლებში კომისიის მიერ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის V 1 თავის მიხედვით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილი მხილების შემთხვევების საერთო რაოდენობა და პროკურატურიდან მიღებული შემთხვევების სტატუსები; 2016-2017 წლებში განხორციელებული აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტების ასლები ; 2016-2017 წლებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოებულ სასამართლო დავათა ჩამონათვალი დავის საგნის, დავის დაწყებისა და სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების / განჩინების მიღების პერიოდ - ის ( დასრულებული დავების შემთხვევაში), კომისიის დავაში მონაწილეობის სტატუსის (მოპასუხე, მოსარჩელე, დაინტერესებული მესამე პირი) მითითებით; კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციის არსებობის შესახე ბ;
2016-2017 წლებში კომისიის საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის საჯარო ინფორმაციის შესახებ ჩატარებული ტრენინგების შესახებ , ტრენინგის თარიღის, მონაწილეთა რაოდენობისა და ორგანიზატორის მითითებით; კომისიის მიერ შემუშავებული საჯარო ინფორმაციის განცხადებების მიღებისა და განხილვის სახელმძღვანელო დოკუმენტი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ
22.05.2017 წ. №7348/01 წერილით – „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“კომისიის 2009 წლის 16 მარტის №3/1 გადაწყვეტილება და ყველა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შევიდა ამ გადაწყვეტილებაში
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• ა ა ) იპ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“მიერ
30.10.2017 წ . №14178/01 წერილით – 2010 წლიდან დღემდე, წლების მიხედვით, ჩაშლილად, შემდეგი ინფორმაცია: სემეკში არსებული საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელთა სრული რაოდენობა , მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლების ჩათვლით, მათ მიერ აღებული ხელფასის/პრემიის/ ბონუსის/დანამატის სრული რაოდენობა, სემეკის მიერ გაწეული ნებისმიერი სახის რეკლამის/ სპონსორობის/ტელეშოპინგის/ პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) წარმოების, განთავსებისა და გავრცელების ხარჯის რაოდენობა რეკლამის განთავსების ადგილების მითითებით
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• ა (ა) იპ „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“მიერ
21.04.2017 წ. №5706/01 წერილით – 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე კომისიაში გაცემული სარგოს, პრემიებისა და სახელფასო დანამატის შესახებ, დეტალურად, ყველა თანამშრომლისა და თანამდებობის პირის შესახებ, ამავე პერიოდში კომისიის ავტომობილების მიერ დახარჯული საწვავის ოდენობისა და კომისიის ბალანსზე არსებული ავტომობილების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოთხოვნილი ფორმით მიეწოდა ინფორმაცია მხოლოდ კომისიის წევრებზე, ხოლო კომისიაში დასაქმებულ პირებზე – ჯამური, უარი ეთქვა თითოეული თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოსა და პრემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე, შემდეგი სამართლებრივი გარემოებების გამო: კომისიაში დასაქმებული პირები არ არიან თანამდებობის პირები და არც საჯარო მოხელეები და მათი პერსონალური ( მათ შორის, შრომის ანაზღაურების ) ინფორმაცია დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44- ე მუხლით );
სხვადასხვა:
• შპს „ნოეს კიდობნის“ მიერ
10.04.2017 წ . №5210/01 წერილით – შპს „ნოეს კიდობანსა“და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“შორის არსებულ დავაზე კომისიის 2017 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „ქარვასლა მენეჯმენტ თბილისის“მიერ 16.01.2017 წ. №451/01 წერილით – 2010 წლიდან დღემდე სს „თელასის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“მიერ განხორციელებული მომსახურების ტარიფების ცვლილებები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“მიერ 15.11.201 7წ . №14967/01 წერილით – ინფორმაცია კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №13 დადგენილებით შპს „ყაზტრანსგაზ - თბილისისათვის “დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის ტარიფებში გათვალისწინებული კომპონენტების შესახებ, კერძოდ: რეგულირებული აქტივების ბაზა (RAB), ცვეთის მოცულობა, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC), ნორმატიული დანაკარგის საპროცენტო განაკვეტი, გასანაწილებელი ბუნებრივი აირის მოცულობა
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• პოლიტიკური პარტია „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“მიერ
01.02.2017წ . №1197/01 წერილით – ინფორმაცია კომისიის 2015 წლის 23 ივლისის №19 დადგენილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ან ადმინისტრაცული აქტის გამოცემის შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
21.07.2017წ . №10558/01 წერილით – ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით „ბუნებრივი გაზის ტარიფის შესახებ“კომისიის 2017 წლის ივლისის დადგენილებები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“მიერ
17.08.2017წ. №11551/01 წერილით – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლკებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე სს „თელასის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სს გეს „საქრუსენერგოს“, შპს „ვარდნილჰესების კასკადის“მიერ კომისიაში წარმოდგენილი განაცხადები და მათი დანართები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა სს „თელასისათვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს №64/1 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ძირითადი მასალების იმ ნაწილის მიწოდებაზე, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა ღიად, მაგრამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის მომზადების მომენტისათვის არ იყო გასული სს „თელასის“მიერ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრების ვადა );
11.10.2017წ . №13422/01 წერილით – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“შორის 2008 წლის 26 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• სტუდია „მონიტორის “მიერ
27.03.2017წ. №4468/ 01 წერილით – სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“და შპ „დელტა კომმ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული შემოსავლის ტარიფში გათვალისწინებასთან დაკავშირებული ინფორმაცია , კომისიაში არსებული ყველა დოკუმენტის ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
10.04.2017წ. №5211/01 წერილით – სს „ენერგო - პრო ჯორჯიასა“და შპ „დელტა კომმ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული შემოსავლის ტარიფში გათვალისწინებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (2017 წლის გარდა სხვა წლებში ), კომისიაში არსებული ყველა დოკუმენტის ასლი, ინფრასტრუქრით სარგებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
• ააიპ „მედია-კავშირ ობიექტივის“მიერ 17.02.2016 წ . №2543/01 წერილით – სს „ენერგო - პრო ჯორჯიასა“და სს „თელასის“საქმიანობასთან დაკავშირებით: საქართველოს მთავრობასა და სს „ინტერ რაო ეეს“-ს შორის 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ასლი, ამავე მემორანდუმის ვადის გაგრძელების პირობები, საქართველოს მთავრობასა და სს „ინტერ რაო ეეს“-ს შორის 2007 წლიდან 2016 წლამდე გაფორმებული მემორანდუმის ასლები, ინფორმაცია, გასცა თუ არა კომისიამ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია საქართველოს ტერიტორიაზე 2007 წლის 20 ივნისიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე სს „ინტერ რაო ეეს“-ის მიერ დაფინანსებულ, აშენებულ და გაშვებულ (80-დან 120 მგვტ-მდე) ახალ ჰიდროელექტროსადგურზე ან ახალ თბოსადგურზე , გაცემის შემთხვევაში სადგურის ადგილმდებარეობის მითითება, გასცა თუ არა კომისიამ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია საქართველოს ტექრიტორიაზე 2008 წლიდან 2016 წლამდე სს „ენერგო პრო“-ს ან სს „ენერგო პრო ჯორჯიას“მიერ დაფინანსებულ, აშენებულ და გაშვებულ (80- დან 120 მგვტ - მდე ) ახალ ჰიდროელექტროსადგურზე ან ახალ თბოსადგურზე, გაცემის შემთხვევაში სადგურის ადგილმდებარეობის მითითება;
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“კომისიის დადგენილებები ენგურჰესი, ხრამი 1 და ხრამი 2 ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტრონერგიის გასაყიდ ზღვრულ ტარიფებზე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოთხოვნილი ინფორმაციის – საქართველოს
მთავრობასა და სს „ინტერ რაო ეეს“-ს შორის 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული მემორანდუმი და მისი ვადის გაგრძელების პირობები, საქართველოს მთავრობასა და სს „ენერგო - პრო ჯორჯიას“შორის 2007 წლიდან 2016 წლამდე გაფორმებული მემორანდუმები – კონფიდენციალურობისა და კომერციული საიდუმლოების გამო);
• გაზეთ „ბათუმელების“მიერ
30.01.2017 წ . №1061/01 წერილით – ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარესა და წევრებზე 2016 წლის განმავლობაში გაცემული პრემიების, ხელფასებისა და დანამატების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
ფიზიკური პირების მიერ:
• მოქ. მ . სალხინაშვილის მიერ:
08.12.2016წ. №12443/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, შპს „მცხეთის წყლის“მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ , შპს რუსთავის წყლის“მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ კომისიის 2016 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდები, კომპანია „ჯდჯ “-სა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს “შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 3 ნოემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
27.12.2016წ. №13142/01 წერილით – „ირან-საქართველოს ბიზნეს განვითარების ცენტრსა“და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 14 და 22 დეკემბრის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
11.01.2017წ. №302/01 წერილით – შპს „ბიოუნივერსალ ჯორჯიასა“და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“შორის , ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „იმედსა“და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“შორის არსებულ დავებზე კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
31.01.2017წ. №1075/01 წერილით – მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებსა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა “და შპს „რუსთავის წყალს“შორის არსებულ სადავო საკითხებზე კომისიის 2017 წლის 11 იანვრისა და 18 იანვრის საჯარო სხდომების ოქმებიდან ამონარიდები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
08.02.2017წ. №1571/01 წერილით – მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებსა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს “შორის არსებულ სადავო საკითხებზე კომისიის 2017 წლის 31 იანვრის საჯარო სხდომის ოქმიდან ამონარიდი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
09.02.2017წ. №1680/01 წერილით – მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებსა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“შორის არსებულ სადავო საკითხებზე კომისიის 2017 წლის 8 თებერვლის საჯარო სხდომის ოქმიდან ამონარიდი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
23.10.2017წ. №13931/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“და მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებს შორის არსებული დავების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
19.04.2017წ. №5537/01 წერილით – მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებსა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს “შორის არსებულ დავებზე კომისიის 2017 წლის 19 აპრილის სხდომის ოქმიდან ამონარიდები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
04.05.2017წ. №6490/01 წერილით – შპს „პაუელ გრუპსა “და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2017 წლის 27 აპრილის სხდომის ოქმიდან ამონარიდი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
15.06.2017წ. №8634/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 9 ივნისის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი მოქალაქეებს ან / და იურიდიულ პირებსა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს “შორის არსებულ დავებზე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
16.10.2017წ. №13555/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“და მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებს შორის არსებული დავების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
21.08.2017წ. №11647/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“და მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებს შორის არსებულის დავების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
14.09.2017წ. №12464/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 7 და 8 სექტემბრის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“და მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებს შორის არსებული დავების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
20.09.2017წ. №12663/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 14 და 21 სექტემბრის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“და მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებს შორის არსებული დავების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
05.10.2017წ. №13160/0 1 წერილით – კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“და მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებს შორის არსებული დავების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
05.10.2017წ. №13159/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 5 და 6 ოქტომბრის სხდომების ოქმების აუდიოჩანაწერი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“და მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებს შორის არსებული დავების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ. ქ . ბადუაშვილის მიერ 07.12.2016 წ. №12404/01 წერილით – კომისიაში შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“წინააღმდეგ 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში შემოსული საჩივარ /პრეტენზიის რაოდენობის შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ. ა. შარაძენიძის მიერ 23.01.2017 წ . №694/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“და შპს „ვტნ “-ს შორის არსებულ დავაზე კომისიაში არსებული დოკუმენტაციის ასლები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ. რ. აიწურაძის მიერ 03.02.2017 წ . №1282/01 წერილით – კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „თელასსა“და თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის შემუშავდა და მიეწოდა მომხმარებელს გადასახდელი საფასურის, მოსაკრებლის განმსაზღვრელი ერთიანი ქვითარი, ერთიანი სააბონენტო ნომრით, როდის და ვის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება აბონენტისადმი დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის შესახებ, მის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით, ვრცელდებოდა თუ არა ეს წესი იურიდიულ პირებზე და როდის და ვის მიერ იქნა გამოყენებული აღნიშნული წესები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მოთხოვნილი ინფორმაციის – სს „თელასსა“და ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლის – მიწოდებაზე კომისიაში მისი არარსებობის გამო, მიეცა განმარტება მოხმარებული ელქტროენერგიის შესაბამისად მოსაკრებლის გადახდის შესახებ );
მოქ . დ. ყიფიანის მიერ 04.04.2017 წ . №4932/01 წერილით – სტატისტიკური ინფორმაცია შპს „ოკარ ჯორჯია გაზისა “და სს „საქორგგაზის“მიერ 2005-2016 წლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ, მოწოდებული ბუნებრივი გაზის დაბალი წნევის მისაერთებელი სიმძლავრისა და საფეხურების მიხედვით და ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ცალ-ცალკე: აღნიშნული კომპანიების ცალ-ცალკე და მთელი საქართველოს მასშტაბით აბონენტების რაოდენობა, გაზის მოწოდების ტარიფი, ახალი მომხმარებლის გაზგამნაწილებელ სისტემასთან მიერთების ტარიფი, კომპანიების აბონენტებისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა და მათი ხვედრითი წილი საქართველოს ამავე სიმძლავრის გაზმპმარაგების მთლიან მოცულობაში, კომპანიების გამანაწილებელ ქსელზე მიერთებიდან და რეალურად განხორციელებული სამუშაოების ამსახველი ფინანსური მონაცემები, ასევე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს
„სოკარ ჯორჯია გაზისა“და სს „საქორგგაზის“მიერ 2005-2016 წლებში მირებული მოგება, კაპიტალური დანახარჯები და განხორციელებული ინვესტიციები, საქართველოში მოქმედი ყველა სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების მიერ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებიდან და რეალურად განხორციელებული სამუშაოების 2005-2016 წწ. ყოველწლიური ფინანსური ანგარიშები. ზემოაღნიშნული სამი კომპანიის მიერ მომსახურების გაუწევლობის შემთხვევაში ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ , რომელთა სამართალმემკვიდრეც არის ეს სამი კომპანია
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ. დ. გიუნაშვილის მიერ 04.05.2017 წ. №6506/01 წერილით – დ. გიუნაშვილსა და შპს „ყაზტრანსგაზ - თბილისს “შორის არსებულ დავაზე კომისიის 2017 წლის 4 მაისის სხდომის ოქმიდან ამონარიდი და ადმინისტრაციული წარმოების მასალები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ. გ. სართანიას მიერ 08.05.2017 წ. №6674/01 წერილით – გ. სართანიას მიერ კომისიაში შემოტანილი განცხადება და ადმინისტრაციული წარმოების მასალები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ. ი. სხირტლაძის მიერ 24.04.2017 წ . №5856/01 წერილით – ი. სხირტლაძის მიერ კომისიაში შემოტანილი განცხადება და ადმინისტრაციული წარმოების მასალები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ . მ. გოგოხიას მიერ 17.05.2017 წ . №7030/01 წერილით – მოქალაქე მ. გოგოხიასა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“შორის არსებულ დავაზე კომისიის 2017 წლის 27 აპრილისა და 4 მაისის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ. ი. ჩოხელის მიერ 17.05.2017 წ. №7030/01 წერილით – ი. ჩოხელის მიერ კომისიაში შემოტანილ 15.05.2017 განცხადებასთან დაკავშირებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“მიერ მომზადებული და კომისიაში გადმოგზავნილი დოკუმენტების ასლები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ. ნ. კახურაშვილის მიერ 30.06.2017 წ. №9664/01 წერილით – გაზიფიცირებასთან დაკავშირებით არასრულწლოვან გ. კახურაშვილისა და მისი ოჯახის შესახებ კომისიაში არსებული ყველა დოკუმენტისა და კორესპონდენციის ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ. გ. მათიაშვილის მიერ 20 .10.2017წ . №13797/01 წერილით – გ. მათიაშვილსა და შპს „ყაზტრანსგაზ- თბილისს“შორის არსებულ დავაზე კომისიის 2017 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად );
მოქ. გ. ოყრეშიძის მიერ 02.08.2017 წ . №10965/01 წერილით – „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №14 დადგენილების ადმინისტრაციული წარმოების მასალები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, განმცხადებელს მიეწოდა „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ “კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №14 დადგენილების ადმინისტრაციული წარმოების მასალების ნაწილი – განმარტებითი ბარათი და მიეცა წინადადება მოთხოვნილი ინფორმაციის დაზუსტების თაობაზე, მისი დიდი მოცულობის გამო );
მოქ. მ. ბერიძის მიერ 09.08.2017 წ. №11216/01 წერილით – ინფორმაცია სტატისტიკის შესახებ, კერძოდ, კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით რამდენი განცხადება / საჩივარია შესული კომისიაში და რამდენ მათგანზე დადგინდა დარღვევის ფაქტის არსებობა კომისიის მიერ; მიმართა თუ არა კომისიამ კონკურენციის სააგენტოს ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლაში მოინაწილეობის მიზნით და რამდენჯერ (შესაბამისი მოტკიცებულებების წარდგენა დანართის სახით), შეიქმნა თუ არა და რამდენჯერ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისათვის სააგენტოს და კომისიის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ერთობლივი სამუშაო ჯგუფი; ხდება თუ არა და სად კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება და ხდება თუ არა მისი კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდება; ინფორმაცია კომისიის მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის: 2017 წლის 13 იანვრის შპს „ჯოკონდას“ (ს/ნ: 231945651) განცხადებაზე , კონკურენციის სააგენტოს 2014 წლის 5 დეკემბრის №02/217 წერილით გამოგზავნილი სპს „მღებრიშვილის “აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაზე, კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 18 აპრილის №02/1113 წერილით გაგზავნილი ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასპოციაციის“ ( ს ნ: 404505594) განცადებასა და 2016 წლის 8 სექტემბრის №02/1666 წერილით გაგზავნილ შპს „რაფაელის“ (406153861) დირექტორის განცხადებაზე ; ყოფილა თუ არა შემთხვევა , როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ ვის კომპეტენციას ( კონკურენციის სააგენტოს თუ კომისიის ) განეკუთვნება ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად ).
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულია და მასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება კომისიას არ ჰქონია. საანგარიშო პერიოდში კომისიას გადაწყვეტილება
სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე არ მიუღია. კომისია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში მიღებულია 22 გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს კომერციული საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას.
საანგარიშო პერიოდში კომისიამ მიიღო :
7 გადაწყვეტილება სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე;
14 გადაწყვეტილება ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ კომისიამ მიიღო 1 (ერთი) გადაწყვეტილება.
კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი აწარმოებს კომისიის უწყებრივ რეესტრებს (მათ შორის, მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეესტრს). კომისიაში შემოსულ და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, ეკონომიკური, სალიცენზიო და სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში.
კომისიაში შემოსული და გაგზავნილი საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონის თანახმად, კომისია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელშიც საანგარიშგებო პერიოდში შეტანილ იქნა 6 ახალი ჩანაწერი და ამოღებული – 3 ჩანაწერ ი, ხოლო 7 არსებულ ჩანაწერში შევიდა ცვლილება, რაც გამოწვეული იყო ამავე პერიოდში ლიცენზიების გაცემით, გაუქმებითა და ცვლილების შეტანით.
კომისიის წარდგინებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “ვებგვერდზე.
საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ მოთხოვნილი, დამუშავებული და შენახული იქნა პერსონალური მონაცემები შემდეგი ფუნქციების განხორციელებისას:
• თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენისას;
• სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა პირადი საქმეების შედგენისას;
• ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის დამუშავებისას;
• კომისიაში მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული პერსონალური მონაცემების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ფორმით შენახვისას. პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის შენახვა კომისიაში წარმოებს როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური ფორმით. ორივე შემთხვევაში ინფორმაციის შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი დაცულია. კომისიას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა აქვს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს კომპეტენციის ფარგლებში. კომისიის პასუხისმგებელ პირთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ მომხდარა.
კომისია ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობის თაობაზე, კერძოდ: ღიად და საჯაროდ წარმართავს თავის სხდომებს, ასრულებს მოთხოვნას საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე.
ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე, აგრეთვე მოქალაქეებსა და კომისიის რეგულირებად სფეროში არსებულ კომპანიებს შორის, ან თავად ამ კომპანიებს შორის არსებულ დავებზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები. ცნობები საჯარო სხდომების ჩატარების შესახებ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 101 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 52 დადგენილება და 2992 გადაწყვეტილება. კომისიის სხდომები საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომა ან მისი ნაწილი დახურულია, და მათზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები სისტემატურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gnerc.org და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობაც.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“კომისიის 2014 წლის 28 მარტის №7 დადგენილებით განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი. 2014 წლის 25 დეკემბრის №52/15 გადაწყვეტილებით განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი.
ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ვებგვერდზე. მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე www.gnerc.org, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება სრულად. ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ ინფორმაციას.