გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№04/9440
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში

 

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49 -ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია (საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს განხორციელებულ ცვლილებებამდე გამგეობა) წარმოგიდგენთ 2017 წლის ანგარიშს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის მანძილზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსულია 29 წერილობითი მოთხოვნა.

მერიაში შემოსულ ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით, ვადების დაცვით, გაცემულია შესაბამისი პასუხი.

საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, მერიაში არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. მერიაში  შემოსული  საჯარო  ინფორმაციის  გაცემის  მოთხოვნის დაკმაყოფილების  თაობაზე,

გადაწყვეტილება სხვადასხვა დროს მიღებული აქვს გამგებელს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს. საჯარო მონაცემების განთავსება ეტაპობრივად ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: http://gardabani.gov.ge/ მუნიციპალიტეტის  მერიაში საანგარიშო     წლის განმავლობაში განხორციელდა დაცული პერსონალური ინფორმაციის გადაცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარ პროკურატურაზე და საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულ სამმართველოზე.

მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მერიის მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით, მერიის ხარჯების გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული არ ყოფილა და სასამართლო ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა.

 

მუნიციპალიტეტის მერი                                                                  რამაზ ბუდაღაშვილი