სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 201 7 წლის ანგარიშ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე

(საანგარიშო პერიოდი მოიცავს 201 6 წლის 10 დეკემბრიდან 201 7 წლის10 დეკემბრამდე ინფორმაციას)

 

201 7 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ რეგისტრირებულია 20 განცხადება, მათ შორის 16 შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილებზე თანდართვით, 18 მოთხოვნა იურიდიულ პირს ეკუთვნის, ხოლო 2 განცხადება ეკუთვნის ფიზიკურ პირს .

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სულ გაცემულია 20 საჯარო ინფორმაცია.

საანგარიშო პერიოდში სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მხრიდან  საჯაროინფორმაციისგაცემისშესახებუარისთქმისთაობაზეარცერთიგადაწყვეტილებაარმიღებულა.

,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, რომლის შესაბამისადაც საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის თაობაზე 20 მოთხოვნა გაცემულ იქნა ასლის მოსაკრებლის გადახდის გარეშე.

სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფ ა სა და საჯარო ინფორმაციის გაცემ აზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით) ზედამხედველობა ევალება ცენტრის დირექტორის მოადგილე რამაზ ღვინეფაძეს.

სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციისპროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი არის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი თამარ მაყაშვილი.

,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 201 7 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიულად გამოქვეყნდება სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.olympiccentre.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში ,,ზოგადი ინფორმაცია“.