„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 12.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ა(ა)იპ − სპორტულ კლუბ „არმიასთვის“ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება
№34
2017 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების“
დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
დანაკარგები ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში
საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებში (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატების ქსელებში) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი, ქსელში სრული მიღებიდან, განისაზღვროს – 2.06 %; მათ შორის:
ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქსელში –
1.28 %;
ბ) სს „საქრუსენერგოს“ ქსელში –
0.39 % ;
გ) შპს „ენერგოტრანსის“ ქსელში –
0.39 %.
მუხლი 2🔗.
დანაკარგები ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელებში ნორმატიული დანაკარგის ოდენობა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიხედვით განისაზღვროს:
ა) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ქსელში, გამანაწილებელ ქსელში მიღებიდან :
ა.ა) 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით – 9.00 %, მათ შორის:
– 110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.48%;
– 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 4.18 %;
– 0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3.34 %;
ა.ბ) 2018 წლის 1 მაისიდან – 9.90 %, მათ შორის:
– 110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის –1.63 %;
– 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 4.60 %;
– 0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3.67%.
ბ) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „თელასის“ ქსელში, გამანაწილებელ ქსელში მიღებიდან :
ბ.ა) 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით – 5.27 %, მათ შორის:
– 110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0.94 %;
– 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 2.97 %;
– 0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.36 %;
ბ.ბ.) 2018 წლის 1 მაისიდან – 5,88 %, მათ შორის:
– 110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.04 %;
– 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3.32 %;
– 0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.52% %.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“
კომისიის 2006 წლის №17 დადგენილება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიმაია მელიქიძე