შპს ”აგროგეო+ - ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20037-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/20037-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 13 დეკემბერი

. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი   შპსალუდა

(საიდენტიფიკაციო ნომერი 400023611)

წარმომადგენელიარჩილ თაბაგარი

მოვალეშპსაგროგეო+“

მეურვეაღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელიირაკლი წიკლაური

მოთხოვნაკრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 22 ივლისს განცხადებით მომართა შპს „ალუდას“ წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა და მოითხოვა შპს „აგროგეო +“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ  დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

2017 წლის 11 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ალუდას“ წარმომადგენელმა და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა.

სასამართლომ განიხილია წარმოდგენილი განცხადება, შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

2017 წლის 5 აპრილს კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კრება შეწყდა და გადაიდო სხვა დროისთვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა კრება უნდა გაგრძელდეს იმავე დღის წესრიგით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე - 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 28 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №1, იმავე დღის წესრიგით:

1.1. მეურვის ანგარიშის მოსმენა;

1.2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

1.3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                                      თამარ ჭუნიაშვილი