შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14897-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/14897-12

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 15 დეკემბერი

. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელიმოვალეშპსნიუ ენერჯი“ (/ 205026559)

გაკოტრების მმართველიშპსბიზნესქეარ კორპორეიშენი“ (გენერალური დირექტორინოდარ პაპუკაშვილი)

მოთხოვნაკრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და,

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების საქმე.

2017 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1) შპს „ნიუ ენერჯის“ საქართველოს ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსის კრედიტორთა შორის „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განაწილების თაობაზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება  უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 19 დეკემბერს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. შპს „ნიუ ენერჯის“ საქართველოს ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსის კრედიტორთა შორის „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განაწილების თაობაზე.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                         თამარ ჭუნიაშვილი