საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის  მოთხოვნებიდან გამომდინარე მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ

 

  მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 42 დოკუმენტი. არცერთი დოკუმენტი არაა შემოსული საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით. სულ შემოსული 42 დოკუმენტიდან 37 (88,1%) დოკუმენტი შემოსულია იურიდიული პირებიდან, ხოლო 5 (11,9%) – ფიზიკური პირებიდან.

  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებიდან ყველაზე მეტი 8 (19,0%) ეხება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) საკადრო საკითხებს (გამგეობის (მერიის) საშტატო ნუსხის და შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნულ და თანამდებობიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ და ა.შ); ბიუჯეტის ხარჯვის და ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება 4 (9,5%), გამგეობაში (მერიაში) გაცემულ ხელფასებს, პრემიებსა და ფულად ჯილდოებს–5 (11,9%), საჯარო მოხელეთა კონკურსებს -4 (9,5%), დასახლებების საერთო კრებების და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების საკითხებს -3 (7,2%), გენდერულ საკითხებს -4 (9,5%), ეპარქიაზე გადაცემული ქონებისა და სუბსიდირების შესახებ 3 (7,2%), ხოლო სხვა საკითხებს -11 (26,2%) დოკუმენტი.

  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ ყოფილა მიღებული უარის თქმის არცერთი გადაწყვეტილება. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

  საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა დროულად, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

  საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში შექმნილია საჯარო მონაცემთა ბაზა, რომლის გამოყენებაც ხდება არსებული წესის შესაბამისად.

  საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად მერიაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის მიზნით შექმნილია ფაილური სისტემის კატალოგები, რომელთა წარმოების შესახებ შეტყობინებები გაგზავნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციაში.

  საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეების მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

 

საჩხერის მერის პირველი მოადგილე

თამაზ ნადირაძე