აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს  2017  წლის ანგარიში

 

2017  წლის საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 2  (ორი) მოთხოვნა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნაზე აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს მხრიდან პასუხი გაეცა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს, რაზედაც წვდომის შესაძლებელობა გააჩნიათ მხოლოდ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.

 2017  წლის საანგარიშო პერიოდში, დაწესებულების პერსონალური მონაცემთა ბაზიდან, თანმშრომელთა პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემას ადგილი არ ქონია.

საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში დასაქმებულ პირთა მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელის დადგენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  უარყოფითი ქმედება არ განუხორციელებია, ასევე  არ მომხდარა კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვა.

საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული  გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

სამმართველოს უფროსი                                                        გოგი მანია