1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და საკრებულოს წინაშე.

4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური;

გ) ეკონომიკისა და ქონების მართვის  სამსახური;

დ) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;

ე)  ზედამხედველობის სამსახური;

ვ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების  სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

თ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;

ი) არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;

კ)  მუნიციპალური შესყიდვების სამსახური.

5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს დასამტკიცებლა