1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომლის სამსახურში მიღებაზე და სამსახურიდან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით შესაბამისად.
2. მერის წარმომადგენელი უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.
3. მერის წარმომადგენელი:
ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ)დადგენილი წესით უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულისათვის მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებისას საქმიწარმოებას;
დ) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტებისა და ცნობის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის საფუძველზე გასცემს შესაბამის ცნობას;
ე) გასცემს შუამდგომლობებს;
ვ) თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში;
ზ) პირის გარდაცვალების შემთხვევაში, პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღრული წესის შესაბამისად, ადგენს ოქმს პირის გარდაცვალების შესახებ და მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე, ასევე, თუ არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, ახორციელებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეტყობინებას;
თ) საჭიროების შემთხვევაში ადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე;
ი) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.
4. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და ბლანკი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის აღნიშვნით.
5. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშ