1. მერიის საჯარო მოსამსახურეებია:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე - პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მუნიციპალიტეტის მიერ მოხელისათვის განკუთვნილ საშტატო თანამდებობაზე და რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერ