ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2017
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 494 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 16.11.2017 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.01.2018 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 23.08.2022 კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.11.2017 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2017 წლის 22 დეკემბერი დაბა ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსის“   საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ’’  ქვეპუნქტის,   61 მუხლის  მე-2 პუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის   და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  მე-3-ე მუხლის, მე-4-ე პუნქტის  ,,ბ’’  - ქვეპუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის- იურიდიული სამსახურის დებულება. (დანართი №1); მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14-აგვისტოს №21 დადგენილება  – ,,ლენტეხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matcne gov.ge  010260020.35.115.016138. 22.07.2014წ.) მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის დებულება      მუხლი 1🔗 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - იურიდიული სამსახური.  1.ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური ( ტექსტში შემდგომ-სამსახური) არის  ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული – ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერიის სამართლებრივ  მომსახურებას, მუნიციპალიტეტის  ინტერესების  სამართლებრივ  დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. 2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება   მერიის საშტატო  ნუსხით. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია  მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წინაშე. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა: 1. სამსახური შედგება  მეორადი სტრუქტურული ერთეულის (ქვედანაყოფის-განყოფილებისაგან) და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის  უფროსი, რომლის  უფლებამოსილებები განისაზღვრება  მერიის დებულების მე-8 მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.   სამსახურის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში მისი დავალებით, სამსახურის  უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს  მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი. 3. საკრებულოსა და გამგეობის  სამართლებრივი მომსახურების  განყოფილება- მეორადი სტრუქტურული  ერთეული უზრუნველყოფს საკრებულოს  დადგენილებებისა და  განკარგულებების პროექტების სამართლებრივ გამართულობას. საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ -სამართლებრივი აქტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას.  მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას 4.   სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება  მერიის    დებულების მე-16 მუხლით,  საკრებულოს რეგლამენტით.(www.matcne gov.ge  010260020.35.115.016138. 22.07.2014წ.) მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.  5. სამსახურის  მოხელეთა თანამდებობაზე  დანიშვნა-გათავისუფლება  და სამსახურეობრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება  მერიის დებულებით  და საკრებულოს  რეგლამენტით „საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის  შესაბამისად.  მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, მერიის მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების იურიდიულ  კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების  მომზადებას. ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას მათ შესაბამისობას  მოქმედ  კანონმდებლობასთან და  მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან. გ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას. დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში. ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ვ) მოქალაქეთა იურიდიულ კონსულტირებას. ზ) აწარმოებს საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი აქტების ვიზირებას. თ) მერიის საქმიანობიდან გამომდინარე  გასაფორმებელი ხელშეკრულებების  პროექტების შეთანხმებას და  სამართლებრივი დასკვნების მომზადებას. ი) მერის მიერ საკრებულოს წინაშე წარსადგენი სტრუქტურული  ერთეულებისა და ადმინისტრაციული  ერთეულების  წარმომადგენელთა მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის  შემუშავებას, პროექტების შეთანხმების  პროცესების კოორდინაციას. კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითგანსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დასკვნითი  დებულებები  1. სამსახურის დებულებას  ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის  საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებების  შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.