მოხელის
შრომითი
გასამრჯელო

1. მერიის
მოხელეთა
ანაზღაურების
სისტემა
ემყარება
გამჭვირვალობისა
და
სამართლიანობის
პრინციპებს
, რომლებიც
გულისხმობს
თანაბარი
სამუშაოს
შესრულებისთვის
თანაბარი
ანაზღაურების
მიღებას
.

2. მოხელეს
უფლება
აქვს
, სამსახურში
მიღების
დღიდან
სამსახურიდან
გათავისუფლების
დღემდე
მიიღოს
შრომითი
გასამრჯელო
.

3. მოხელის
შრომითი
გასამრჯელო
მოიცავს
თანამდებობრივ
სარგოს
და
„საჯარო
სამსახურის
შესახებ
კანონით
“ გათვალისწინებულ
დანამატს
.

4. მოხელეთა
შრომითი
გასამრჯელოს
ფონდის
ფორმირების
წყაროა
შესაბამისი
ბიუჯეტი
. საბიუჯეტო
ასიგნებათა
შემცირება
არ
შეიძლება
იყოს
მოხელის
თანამდებობრივი
სარგოს
შემცირების
საფუძველი
.

5. შრომითი
გასამრჯელო
მოხელეს
უნაღდო
ანგარიშსწორების
ფორმით
ეძლევა
.

6 . მოხელეს
ამ
დებულებით
გათვალისწინებული
სახელფასო
დანამატი
ეძლევა
:

ა
) მოხელის
კლასის
გათვალისწინებით
;

ბ
) ზემდგომი
თანამდებობის
პირის
დავალებით
შესრულებული
ზეგანაკვეთური
სამუშაოს
შესაბამისად
;

გ
) დამატებითი
ფუნქციების
დაკისრებისას
, მათ
შორის
, ღამის
საათებში
, დასვენების
/უქმე
დღეს
და
მძიმე
სამუშაო
პირობებში
საქმიანობის
გამო
.

7. მერიის
მოხელეთა
თანამდებობების
იერარქიული
რანგებისთვის
მიკუთვნებული
თანამდებობების
თანამდებობრივი
სარგოების
ოდენობები
განისაზღვრება
„საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების
შესახებ
“ საქართველოს
კანონითა
და
საკრებულოს
მიერ
მიღებული
შესაბამისი
ნორმატიული
აქტით
.

8. იმ
პირთა
თანამდებობრივი
სარგოების
ქვედა
და
ზედა
ზღვრები
, რომლებიც
არ
მიეკუთვნებიან
ამ
მუხლის
მე
-7 პუნქტით
განსაზღვრულ
პირთა
კატეგორიას
, განისაზღვრება
„საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების
შესახებ
“ საქართველოს
კანონით
, ხოლო
თანმდებობრივი
სარგოს
ოდენობა
განისაზღვრება
საკრებულოს
მიერ
მიღებული
შესაბამისი
ნორმატიული
აქტით
.

9. მოხელის
სახელფასო
დანამატის
საერთო
ოდენობა
განისაზღვრება
„საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების
შესახებ
“ საქართველოს
კანონითა
და
საკრებულოს
მიერ
მიღებული
შესაბამისი
ნორმატიული
აქტით