📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2017
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016321
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 539 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.02.2015 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.06.2015 ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.10.2014 ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.09.2018 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 17.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 2017 წლის 25 დეკემბერი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმართველობის კოდექსი“ 24- მუხლის პირველი პუნქტის „ა. დ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აბაშის  მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის  წოდების  მინიჭების  წესი  დანართი  №1 შესაბამისად და აბაშის  მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის  მოწმობის ფორმა დანართი №2 შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 ოქტომბრის №37 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი დანართი №1 აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. ეს  წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი  განხილვის  წესს. 2. „საპატიო მოქალაქის‘’ წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმართველობის კოდექსი“ და ამ  წესის  შესაბამისად. 3. „აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის“  წოდება შეიძლება  მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება  აქვს აბაშის მუნიციპალიტეტის და  საქართველოს  წინაშე. ბ) უცხო  სახელმწიფოს  მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისთვის  საქართველოს და აბაშის  მუნიციპალიტეტის  წინაშე  ან/და  აბაშის  მუნიციპალიტეტთან  მეგობრული კავშირების  განმტკიცებაში  შეტანილი  წვლილისათვის. მუხლი 2🔗. ,,საპატიო  მოქალაქის“ წოდების  მისანიჭებლად  კანდიდატურის  წამოყენების  წესი და პირობები: 1. „აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის“  წოდების  მინიჭების  თაობაზე მოტივირებული  შუამდგომლობის  აღძვრის  უფლება  აქვთ: ა)  საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს: ბ)  მუნიციპალიტეტის მერს; გ)  საკრებულოს  თავმჯდომარეს; დ) საკრებულოს  სიითი  შემადგენლობის 1/3-ს; ე) არანაკლებ 50 კაციან საინიციატივო  ჯგუფს ან საპატიო მოქალაქის წოდების მქონე 5 პიროვნებას. 2. კანდიდატურის  წარდგენა  ხორციელდება  წერილობითი  ფორმით, რასაც  თან უნდა ერთვოდეს: ა) რეკომენდაცია  წარდგენილი  კანდიდატის  ღვაწლის  და დამსახურების აღნიშვნით; ბ) ბიოგრაფიული მონაცემები; გ) წარდგენილი  კანდიდატის  პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) კანდიდატის 2(ორი) ფოტოსურათი-ზომით 3X4; მუხლი 3🔗. საპატიო  მოქალაქის  წოდების  მინიჭება 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაკუმენტები წარედგინება მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურს. 2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს მერს. 3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერი „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით. 4 .„აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის გადაცემა ხორციელდება წელიწადში ერთხელ, „აბაშობის“ დღესასწაულზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა შეიძლება გადაცემულ იქნეს ნებისმიერ დროს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. მოქალაქეს რომელსაც მიენიჭა „საპატიო მოქალაქის წოდება“ შეიძლება გადაეცეს ფულადი ჯილდო ან/და ფასიანი საჩუქარი. 6. აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეიტანება ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში, რომელიც ინახება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში.. 7. „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის მერია-დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. (დანართი 2) მუხლი 4🔗. საპატიო მოქალაქის  წოდების  ჩამორთმევის  საფუძვლები 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ,,საპატიო მოქალაქის“ წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა : ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული. ბ) საქართველოს სახელმწიფოს ან აბაშის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. გ) ზოგადზნეობრივი ნორმების, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება. დ) საკუთარი სურვილით. 2. „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. დანართი №2 „აბაშის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ მოწმობის ფორმა აბაშის მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის მ ო წ მ ო ბ ა  აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ბატონ (ქალბატონ).............................................................................................................................                                                                     სახელი, გვარი აბაშის  მუნიციპალიტეტის მერის  20..... წლის  ................ ……............. №  ბრძანებით აბაშის   მუნიციპალიტეტის მერი: .............................................................................................    /სახელი, გვარი/ ..........................................................................             (ხელმოწერა, ბაჭედი) „.....“  .........    20.....წელი