📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2017
ძალაში შესვლა 05.02.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,399 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2017 მიღება
05.02.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.02.2018 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.11.2017 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.11.2017 თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.12.2017 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52 2017 წლის 22 დეკემბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  22 ნოემბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/11/2017, 010250020.35.167.016323) და „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/11/2017,  010250020.35.167.016322). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია დანართი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური 1. მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომლის ამოცანაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა , ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა - ნაგებობებზე , წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა , მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგზე , გარე რეკლამის განთავსებასა და გარე ვაჭრობაზე ზედამხედველობა , მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მიწათსარგებლობის წესების დაცვა , ასევე ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება . 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად . 3. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით . მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან . 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია : ა ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება ბ ) ზედამხედველობისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -9 მუხლით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ -ერთ საჯარო მოხელეს . 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან . 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -15 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ -ერთ საჯარო მოხელეს . 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -18 მუხლით . სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით . 7. სამსახურის მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლების , მათ შორის , დაწინაურების , გადაყვანისა და ა .შ . წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის შესაბამისად . მუხლი 3🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები მერიის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს : ა ) მერის , მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ; ბ ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან  მიმართებაში ; გ ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების , ადმინისტრაციული გარიგებების , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას , მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან ; დ ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში ; ე ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო  ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ; ვ ) მოქალაქეთა განცხადებების /საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას ; ზ ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე ; თ ) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მოწვევის ორგანიზებას ; ი ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას ; კ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების , სამსახურებრივი გადაადგილების , გადაყვანის , განთავისუფლების , უფლებამოსილებათა შეჩერების , შვებულებაში გასვლის და მივლინების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას ; ლ ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციების გაწევა ; მ ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე  კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას ; ნ ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან /და დემონტაჟს , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას ; ო ) სამშენებლო ,სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა ); პ ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს ; ჟ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების , საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ -ესთეტიკურ მდგომარეობაზე ) კონტროლს ; რ ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს ; ს ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენებას ; ტ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას ; უ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ; ფ ) ახლად აშენებული , რეკონსტრუირებული ობიექტების , დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას ;  ქ ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად , დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ; ღ ) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებას . ყ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 4🔗. სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მერის , მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ; ბ ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში ; გ ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების , ადმინისტრაციული გარიგებების , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას , მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან ; დ ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში ; ე ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო  ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ; ვ ) მოქალაქეთა განცხადებების /საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას ; ზ ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე ;  თ ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას ; კ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების , სამსახურებრივი გადაადგილების , გადაყვანის , განთავისუფლების , უფლებამოსილებათა შეჩერების , შვებულებაში გასვლის და მივლინების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი  აქტების ვიზირებას ; ლ ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე  კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას ; მ ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციების გაწევას ; ნ ) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მოწვევის ორგანიზებას ; ო ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 5🔗. სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციები ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან /და დემონტაჟს , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას ; ბ ) სამშენებლო ,სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა ); გ ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს ; დ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების , საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ -ესთეტიკურ მდგომარეობაზე ) კონტროლს ; ე ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს ; ვ ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენებას ; ზ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას ; თ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის , პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ; ი ) ახლად აშენებული , რეკონსტრუირებული ობიექტების , დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას ;  კ ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად , დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ; ლ ) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებას .  მ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .