საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 25.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე | სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| № | ანგარიშის ნომერი |
| თარიღი | ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე არსებული ჯამური ნაშთი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 11.10.2010
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისთვის კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობის და შესაბამისი მოთხოვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№27
2017 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი“ თანდართული სახით.
2. 2018 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 აპრილის ბრძანება №04 „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”.
3.ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ამ ბრძანების ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა სადაზღვევო კომპანიამ უნდა შეავსოს და სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შეადგენდეს:
ა) სიცოცხლის დაზღვევა:
ა.ა) 2 200 000 ლარს – 2018 წლის 31 დეკემბრამდე;
ა.ბ) 4 200 000 ლარს – 2018 წლის 31 დეკემბრიდან;
ა.გ) 7 200 000 ლარს – 2020 წლის 31 დეკემბრიდან;
ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – გარდა სავალდებულო ფორმის პასუხისმგებლობის დაზღვევისა, ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის და საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევისა:
ბ.ა.) 2 000 000 ლარს–2018 წლის 31 დეკემბრამდე;
ბ.ბ) 3 400 000 ლარს– 2018 წლის 31 დეკემბრიდან;
ბ.გ) 4 800 000 ლარს – 2020 წლის 31 დეკემბრიდან;
გ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – სავალდებულო ფორმის პასუხისმგებლობის დაზღვევისა, ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის და საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევის ჩათვლით:
გ.ა) 2 000 000 ლარს – 2018 წლის 31 დეკემბრამდე;
გ.ბ) 4 200 000 ლარის – 2018 წლის 31 დეკემბრიდან;
გ.გ) 7 200 000 ლარს – 2020 წლის 31 დეკემბრიდან;
დ) გადაზღვევა:
დ.ა) 2 200 000ლარს –2018 წლის 31 დეკემბრამდე;
დ.ბ) 4 200 000 ლარს – 2018 წლის 31 დეკემბრიდან;
დ.გ) 7 200 000 ლარ – 2020 წლის 31 დეკემბრიდან.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიკონსტანტინე სულამანიძე
საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალურ ოდენობას დაზღვევის სახეობებისა და დაზღვევის ფორმების მიხედვით.
მუხლი 2🔗
1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისთვის სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომში „სამსახური“) წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტში შევსებული კაპიტალის, ხოლო მზღვეველისთვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს:
ა) სიცოცხლის დაზღვევა – 7 200 000 ლარს;
ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – გარდა სავალდებულო ფორმის პასუხისმგებლობის დაზღვევის, ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის და საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევისა – 4 800 000 ლარს;
გ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – სავალდებულო ფორმის პასუხისმგებლობის დაზღვევის, ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის და საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევის ჩათვლით – 7 200 000 ლარს;
დ) გადაზღვევა– 7 200 000 ლარს.
2. მზღვეველის საკუთარი კაპიტალის დაანგარიშება ხორციელდება სამსახურის მიერ მზღვეველისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნების შესაბამისად.
3. მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე არ უნდა იყოს სამსახურის მიერ მზღვეველისთვის დადგენილი გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშებით მიღებული ოდენობის 1/3-ზე ნაკლები.
4. წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან ლიცენზიის მაძიებელი კომპანიის და მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისი ფულადი სახსრები სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე/ანგარიშებზე. ამასთანავე, აღნიშნული ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში განთავსებული უნდა იქნეს არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით.
5. მზღვეველის მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების/ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭიროა სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ამასთანავე, იგი უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს.
6. მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისი ფულადი სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
7. ლიცენზიის მაძიებელი კომპანია წერილობითი განცხადების წარდგენისას ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების თაობაზე.
8. ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა გააჩნდეს ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე მინიმალური კაპიტალის 100%-ის ოდენობით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესასრულებლად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.
10. ლიცენზიის მაძიებელი კომპანია განცხადების წარდგენისას ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ამ წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე.
11. მზღვეველი ვალდებულია, საანგარიშო წლის ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა სამსახურს წარუდგინოს საქართველოში ლიცენზირებული იმ საბანკო დაწესებულების (დაწესებულებების) მიერ გაცემული ცნობა, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში (ანგარიშები). ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნეს საბანკო დაწესებულების ბლანკზე და მიეთითოს საანგარიშო თვის განმავლობაში ანგარიშებზე არსებული ნაშთების ოდენობა, ამ წესის დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 3🔗
ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის მზღვეველს დაეკისრება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანქციები.
დანართი №1
საბანკო დაწესებულების დასახელება
გაცემის თარიღი
ცნობა
სს სადაზღვევეო კომპანია ______________________________
საანგარიშო პერიოდი: 20__ წლის __ ________ დან 20__ წლის __ ____________ ჩათვლით.
1. ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვის 24.00 საათისათვის ორგანიზაციის ანგარიშებზე არსებული ფულადი ნაშთების შესახებ
№
ანგარიშის ნომერი
ანგარიშის სახე
ვალუტა
ფულადი სახსრების ნაშთი ვალუტაში
ფულადი სახსრების ნაშთი ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში
2. ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ყოველდღიური მინიმალური ნაშთის შესახებ და საანგარიშო პერიოდის თითოეული დღის განმავლობაში ორგანიზაციის ანგარიშებზე კანონმდებლობით გათვალიწინებული უზრუნველყოფის საშუალებების და ღონისძიებების გამოყენების არსებობის შესახებ (მათ შორის, საბანკო დაწესებულების წინაშე ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე).
თარიღი
ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე არსებული ჯამური ნაშთი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)
ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ჯამური შეზღუდვა (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)
შენიშვნა
საანგარიშო პერიოდის პირველი დღე(რიცხვი)
საანგარიშო პერიოდის მეორე დღე (რიცხვი)
– – – –
– – – –
საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე (რიცხვი)
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა, ივსება მესამე პუნქტში არსებული მონაცემებიც.
3. ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის ანგარიშებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებების და ღონისძიებების გამოყენების არსებობის შესახებ (მათ შორის, საბანკო დაწესებულების წინაშე ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე).
№
ანგარიშის ნომერი
ანგარიშის სახე
ვალუტა
შეზღუდვის თანხა ვალუტაში
შეზღუდვის სახე
შეზღუდვის პერიოდის დასაწყისი
შეზღუდვის პერიოდის დასასრული
ცნობა ეძლევა სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენად.
____________________________ _________________________________
უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა ხელმოწერა