საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავიდან გამომდინარე, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, წარმოდგენილ იქნა 171განცხადება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ რეაგირება განხორციელდა ყველა მათგანზე. კერძოდ:
● საჯარო ინფორმაცია სრულად გაიცა 160 შემთხვევაში;
● საჯარო ინფორმაცია ნაწილობრივ გაიცა 9 შემთხვევაში;
● საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 2 განმცხადებელს;
● საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში მოთხოვნა არ შემოსულა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია სამინისტროს ელექტრონული პორტალის მეშვეობით (http://www.moc.gov.ge/ka/sajaro-informacia), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ს 2015 წლის 30 ნოემბრის N7487 ბრძანებით განსაზღვრული, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე, პასუხისმგებელი პირი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე დარახველიძე.
სამინისტროს მიერ, პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და სხვისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, წარმოება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დაცვით, აღნიშნული და სხვა საკანონმდებლო აქტების (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული „სამართლებრივი დახმარების“ რეგულაციები) შესაბამისად.
სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები,მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში,ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას,დამუშავებასა და შენახვას.სამინისტროში დაცულია პერსონალური მონაცემები, როგორც ელექტრონული,ისე მატერიალური სახით.სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (eflow) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებელი უთითებს მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ მოსამსახურეებს,რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე,მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით,რაც,თავის მხრივ,გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირების პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2017 წლის მითითებულ პერიოდში,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, არ გამოვლენილა„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“მე-3თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტი.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, სამინისტრო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის N275 დადგენილების, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N305 დადგენილებისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N507 დადგენილების შესაბამისი ნორმებით.
2017 წლის მითითებულ პერიოდში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
2017 წლის მითითებული პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სამინისტროს არ გაუწევია.
კახა კახიშვილი