ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსი“-ს 49-ე მუხლის თანახმად წარმოგიდგენთ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:
ა) 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 27 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამისი წერილობითი პასუხი იქნა გაცემული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ყოფილა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული 27 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინალური სახდელი არ დადებულა;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში და აგრეთვე საჯარო ინფორმაციაზე გაცემაზე უარის თქმის და კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-თა და საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად არც გასაჩივრებულა;
ზ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხარჯი არ გაუწევია. იქედან გამომდინარე, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა შესაბამისად ის არ გასაჩივრებულა და გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ ყოფილა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვაძე