„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №8 |
|
2017 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სრულყოფილად შეავსოს და გააგზავნოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშავებული პორტირების მოთხოვნის ელექტრონული ფორმა, პორტირების მსურველი პირისგან განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო საათისა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ბ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ბ.ა.ა) პორტირების მსურველი პირის სახელს და გვარს;
ბ.ა.ბ) პორტირების მსურველი პირის პირად ნომერს;
ბ.ა.გ) პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს აბონენტი;
ბ.ა.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდებას;
ბ.ა.ე) პორტირების მსურველი პირის საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ.ა.ვ) პორტირების მსურველი პირის მიერ მითითებულ, პორტირების სასურველ დროს;
ბ.ა.ზ) პორტირების მსურველი პირის მიერ პორტირების თაობაზე განაცხადის შეტანის თარიღსა და საათს;
ბ.ა.თ) მიმღები ოპერატორის სახელწოდებას;
ბ.ა.ი) პორტირების განცხადების მიმღები პირის სახელს, გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ.ბ) პორტირების მსურველი იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ბ.ა) პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდებას;
ბ.ბ.ბ) იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ.ბ.გ) პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს;
ბ.ბ.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდებას;
ბ.ბ.ე) პორტირების მსურველი იურიდიული პირის საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ.ბ.ვ) პორტირების მსურველი იურიდიული პირის მიერ მითითებულ პორტირების სასურველ დროს;
ბ.ბ.ზ) პორტირების მსურველი პირის მიერ სააბონენტო ნომრის პორტირების განაცხადის შეტანის თარიღსა და საათს;
ბ.ბ.თ) მიმღები ოპერატორის სახელწოდებას;
ბ.ბ.ი) პორტირების განაცხადის მიმღები პირის სახელს, გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას.“.
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დონორი ოპერატორი ვალდებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან ნომრის პორტირების შესახებ ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს ოცდაორი საათისა შეავსოს და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში გადააგზავნოს ამავე ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშვებული ნომრის პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმაში, დონორი ოპერატორისთვის განკუთვნილი სრულყოფილად შევსებული ნაწილი, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი მონაცემების დადასტურების ან უარყოფის შესახებ.“.
3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პორტირების მსურველი პირი უფლებამოსილია სააბონენტო ნომრის ფიზიკური პორტირებისთვის განსაზღვრულ დრომდე არა უგვიანეს 1 საათის განმავლობაში უარი განაცხადოს პორტირებაზე, მიმღებ ოპერატორთან შესაბამისი განცხადების წარდგენით; ამ შემთხვევაში მიმღები ოპერატორი ვალდებულია მონაცემთა ცენტრალური ბაზის მეშვეობით აცნობოს დონორ ოპერატორს აბონენტის მიერ პორტირებაზე უარის თქმის შესახებ.“.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პორტირების განხორციელების ვადები
1. სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორმა, დონორმა და მიმღებმა ოპერატორებმა, კოორდინირებულად უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესის დასრულება, ყველა საჭირო ტექნიკური და ადმინისტრაციული პროცედურების ჩათვლით, პორტირების მსურველი პირის პორტირების თაობაზე განაცხადის პორტირების ბაზაში რეგისტრაციიდან 24 სააათში.
2. იმ შემთხვევაში, თუ სააბონენტო ნომრის პორტირება უკავშირდება მიმღები ოპერატორის დაშვებას პორტირების მსურველი პირის სახაზო-საკაბელო წყვილთან/მეურნეობასთან ან VOIP -ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის განსაზღვრული სატელეფონო ნომრების პორტირებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადას შესაძლებელია დაემატოს არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა.
3.დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-7 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ვადები ეხება სამუშაო დღეებს.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს დადგენილების გამოქვეყნებისთანავე.
|