,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016440
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2022 წლის 3 მაისი

ქ. ყვარელი

 

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების  შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018 წ. 010250020.35.164.016280), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სამსახურებია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ა.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.ბ)   მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;

ა.გ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – შესყიდვების განყოფილება;

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური;

გ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური;

დ) პირველადი  სტრუქტურული  ერთეული  –  ზედამხედველობის სამსახური;

ე) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება:

ვ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება:

ზ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული - საბუღალტრო განყოფილება;

თ)  პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება:

თ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული - ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“.

ი) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ი.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება;

ი.ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და  ტურიზმის განყოფილება;

კ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება:

კ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ზედამხედველობის განხორციელება გარე რეკლამის განთავსებაზე,  საზოგადოებრივი  ადგილებით  სარგებლობის  შეზღუდვის  წესებზე,  გარე ვაჭრობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე; მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე; მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე. სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარჩენების მართვის კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;“

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის   სივრცითი  ტერიტორიული  დაგეგმვისა  და  ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება ან/და ექსპლუატაციაში მიღება; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 3 ივნისიდან.

 


ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარი ბუჯიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.05.2022.
როდის იქნა მიღებული „,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 03.05.2022. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.164.016440.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.05.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №12, 03.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016440 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5452604/