მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2017 წლის 29 დეკემბერი ქ. მცხეთა |
2.დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ფორმა (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის საკრებულოს 2016 წლის 20 მაისის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/05/2016, 010250000.35.175.016123).
|
2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს რიგით სხდომებსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, ყოველი თვის 01 (პირველი) რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (დანართი №2).
3. საკრებულოს წევრის, საკრებულოს რიგით სხდომებსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან/და სატაბელო ფურცელით.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს რიგით სხდომაზე და შესაბამისი ორგანოების (კომისიები) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი ან ელექტრონული სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
5. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული რიგითი სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 267 (ორასსამოცდაშვიდი) ლარი და 50 თეთრი, ხოლო კომისიის სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სახელი/გვარი: ხელმოწერა: |
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №21, 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3974164-3/