„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.153.016591
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2021 წლის 30 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება   „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  საკრებულოს  წევრის  საქმიანობის  განხორციელებასთან  დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების  შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებით (matsne.gov.ge, 08/01/2018, 010250050.35.153.016393) დამტკიცებულ   №1 დანართში, კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული  1 დანართის  მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  ზღვრული ოდენობა

საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების მუშაობაში მონაწილების მიღებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 675 (ექვსასსამოცდათხუთმეტი) ლარით ოდენობით“.

2. დადგენილებით დამტკიცებული  1 დანართის  მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 475 (ოთხასსამოცდათხუთმეტი) ლარი. ხოლო კომისიის სხდომების   არასაპატიო  მიზეზით თითოეული  გაცდენისათვის   100 (ასი) ლარი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022  წლის 1 იანვრიდან.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი