საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.020316
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2018
matsne.gov.ge 258 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 29.12.2016 „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 20.01.2026 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 17.01.2018 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 86% 05.04.2017 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 86% 04.03.2026

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №1 2018 წლის 5 იანვარი  ქ. თბილისი საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით: 1. დაევალოთ საქართველოს მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს, 2018 წლის 20 იანვრამდე, უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება, დანართი №1-ის შესაბამისად. 2. საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების დამტკიცებული საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების ცვლილება საქართველოს მთავრობასთან შეათანხმონ იმ შემთხვევაში, თუ იზრდება თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდი ან/და საშტატო რაოდენობა.   3. საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების დამტკიცებული საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების ცვლილების მიზნით: ა) იხელმძღვანელონ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებელი პროექტის განმარტებით ბარათს თან დაურთონ საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების შესახებ ინფორმაცია,  დანართი №2-ის შესაბამისად. 4. სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ევალებათ საქართველოს მთავრობასთან ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების შეთანხმება, ასევე  იხელმძღვანელონ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი