1. მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური), რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებია
ა) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ზედამხედველობის სამსახური;
დ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;
ე) იურიდიული სამსახური;
ვ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური
ზ) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
თ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;
ი) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური;
კ) სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა დ არქიტექტურის სამსახური;
5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს საკრებულოს დამტკიცების მიზნი