1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად.

3. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდებათ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას:

ა) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება;

ბ) სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება;

გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, თუ გასული არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

დ) შვებულება;

ე) დროებითი შრომისუუნარობა;

ხოლო უფლებამოსილებები უწყდებათ ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“(უფლებამოსილების ვადის ამოწურვა), „ზ“ („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება) ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.

5. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის ადგილზე  არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისა