1. ადმინისტრაციული და შესყიდვები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერიის საქმიანობის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა,მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის  მომზადება, დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადება და განხორციელება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა  და საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.

11. ადმინისტრაციული  და  შესყიდვების  სამსახურის  მეორადი  სტრუქტურული  ერთეულებია:

ა)  საქმისწარმოებისა და ადამიანური  რესურსების მართვის  განყოფილება

ბ) შესყიდვების განყოფილება

2.  საფინანსო-საბიუჯეტო    სამსახურის   ძირითადი  ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

21.  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის მეორადი  სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საფინანსო-სახაზინო განყოფილება

ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილება

3. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება. მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულება.

4. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა  რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მოხუცების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა; მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

5. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ფუნქციებია:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. არქიტექტურული    სამშენებლო    რეგულირების განხორციელება.

51.   სივრცითი  მოწყობისა  და  ინფრასტრუქტურის  სამსახურის  მეორადი  სტრუქტურული  ერთეულებია:

ა) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება.

6.  ეკონომიკისა და ქონების მართვის სტრუქტურული ერთეულის  ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების დაგეგმარება, შემუშავება და მათი განხორციელება, მუნიციპალური ქონების აღრიცხვა, რეგისტრაცია, მართვა და ეფექტური გამოყენება, დაინტერესებულ პირთათვის კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციების გაწევა. მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერიის  დებულებით, სამსახურის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. სოფლის მეურნეობის დარგების შემდგომი განვითარების პროგრამების მომზადება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

7. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის  სტრუქტურული  ერთეულებისა  და მუნიციპალური წილით დაფუძნებული სამეწარმეო/არასამეწარმეო იურიდიული პირების მონიტორინგის განხორციელება,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება, მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

8. სამხედრო  აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო  აღრიცხვისა  და გაწვევის საკითხებში მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში დელეგირებული  უფლებამოსილების  განხორციელების  უზრუნველყოფა.

9.  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა, წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

10. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მერიის სამართლებრივი მომსახურება, მერიის  და  მისი  თანამდებობის  პირების  საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა (კონსულტაცია), მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების  სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება, სამსახურში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (ასევე დოკუმენტების პროექტების) ანალიზი, წარმოადგენს მერიას სასამართლო ორგანოებში, სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება, მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებ