📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.135.016218
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2018
matsne.gov.ge 1,162 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 2
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დაბრუნების თარიღი
გვარი სახელი
სანებართვო მოწმობის № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 04.03.2016 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.12.2018 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ 1.  ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა ) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას , რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ . 2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს დუშეთის    მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს. 4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დუშეთის   მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის   უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. 96% 05.06.2020 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.02.2018 მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2018 წლის 23 თებერვალი დაბა შუახევი მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების  რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის  ფორმების  რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა  (დანართი №1); ბ) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  (დანართი №2); გ) მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3); დ) გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა (დანართი №4). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის  ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №21 (სსმ ვებგვერდზე: matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 330130000.35.135.016100). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე დანართი №1 შუახევის მუნიციპალიტეტი მშენებლობის სანებართვო მოწმობა მსმ№   000000 1. ნებართვის გაცემის თარიღი: ---------- ---------------------------------------------------- 20 წელი 2. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: -------- ------------------------------- 20 წელი 3. ნებართვის მოქმედების ვადა: 20   წლის ----- - --------------------------------  -მდე 4. ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ------------------------------------------------------------------ ----------------------------------- ---------- ------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------- (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი) 5. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: ---------------------------------------------------------------------------------------------- ------- ----------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------- ------- ----------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------- 6. შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------- (ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში) 7. შენობა-ნაგებობის კლასი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------- 8. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები: ------------------------------------------------------------------------------------------- ------------------ ------------- - ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------ ----------------------------------------------------------------------------------------- --------- --------- ----------------- 9. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი: -------------------------------------------------------------------------------------------------- --------- ---------------- ------------------------------------------------------------------------------------------------ ---------- ----------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ --------------------- ------------------------------------------------------------------------------------------- ------------ -------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------- ------ ------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ------ ----------- 10. მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები: -------------------------------------------------------------------------------------------------- ------ ------ ------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------ ------ -------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- ------ ------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------- ------------ --------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------- 11. ნებართვის გამცემი პირი: შუახევის მუნიციპალიტეტის მერი      -------------------- ---------               -------------- ----------------- (ხელმოწერა)                        (სახელი, გვარი) ​  ბ.ა. დამამზადებელი: დამკვეთი: შმგ სფს-ს რეგისტრაციის  №000000 . დანართი №2 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის,„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების  რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის  ფორმების  რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. 2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდეგში – პასუხისმგებელი პირი), „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება 1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ. 2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს. 4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დანართი №1-ისა. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერის ერთ-ერთ თანამშრომელს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მუხლი 3🔗. მოწმობის  გაცემა  და  დაბრუნება 1. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და მოწმობას ხელმოსაწერად ამზადებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდეგში – სამსახური). 2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დანართი №3-ისა. 3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. 4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. 5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს მერს. მუხლი 4🔗. მოწმობის ფორმების დუბლიკატის გაცემა 1. მოწმობის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სამსახური გასცემს დუბლიკატს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. 3. სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. მოწმობის შენახვა 1. მოწმობის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. მოწმობა უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში. 3. სათავსი, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. მუხლი 6🔗. მოწმობის შევსება და წარმოება 1. მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც სამსახურის უფროსი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, იმავე დღესვე აბარებს პასუხისმგებელ პირს. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი მოწმობები, რომლებსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, უკლებლივ, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის უფროსის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით, მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს. 2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის  ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს  სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №3 მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი მოწმობის ნომერი მოწმობის გამცემი მოწმობის მიმღები გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობები № დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი მოწმობის ინდივიდუალური ნომერი მოწმობის დამბრუნებელი პირი დაბრუნებული მოწმობის მიმღები პირი გვარი სახელი თანამ-დებობა ხელმო-წერა გვარი სახელი თანამ-დებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 დანართი №4 აქტი №-----  დაბა შუახევი------  -------------   20   წელი გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის შესახებ სანებართვო მოწმობის № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს. ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:          -------------------------------- სამსახურის უფროსი:      ----------------------------------