შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020327
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 02.06.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ 2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №12
2018 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებისა და „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №733 დადგენილების გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის №341 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება, სრულყოფა და შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. პროგრამის აქტივობები
პროგრამის აქტივობებია:
ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება;
ბ) შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის ინსტიტუციონალიზაცია;
გ) საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი კვლევების ჩატარება;
დ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საინფორმაციო ნაკადების იდენტიფიცირება;
ე) სისტემის მომხმარებლებისათვის ანგარიშის მომზადება;
ვ) სისტემაზე საინფორმაციო აქტივობების ორგანიზება.
მუხლი 3🔗. პროგრამის სამიზნე ჯგუფი
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) სოციალური პარტნიორები;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციები;
დ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
ე) სამუშაოს მაძიებლები;
ვ) ბიზნესსუბიექტები;
ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებები;
თ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
მუხლი 4🔗. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 375 000 ლარით.
2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით (პროგრამული კოდი: 24 01 05) გათვალისწინებული ასიგნება − შრომის ბაზრის ანალიზი.
მუხლი 5🔗. პროგრამის შესრულების ინდიკატორები
პროგრამის შესრულების ინდიკატორებია:
ა) სისტემაში გამოქვეყნებული ცვლადები;
ბ) განხორციელებული კვლევა მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით;
გ) კვლევის საფუძველზე მოპოვებული თვისებრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია, იდენტიფიცირებული პრობლემები და მომზადებული რეკომენდაციები;
დ) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში განთავსებული ყოველწლიური ანგარიში;
ე) განხორციელებული ღონისძიებები და ჩატარებული შეხვედრები.
მუხლი 6🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი.
2. ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.