დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.01.2018 ძალადაკარგული 24.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.156.016300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (27)

შემდგომი ცვლილებები (17)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2018 წლის 17 იანვარი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და  „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის  შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი  სარგოს ოდენობა და  საშტატო ნუსხა თანახმად დანართი №1-სა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა, სტრუქტურული ერთეულების და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/12/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.156.016225).

3. დადგენილება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი



დანართი №1

 


დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი  სარგოს ოდენობა და საშტატო ნუსხა რიგითი № რანგი თანამდებობა რიცხოვნობა ერთი თვის თანამდებობრივი სარგო 1   პოლიტიკური თანამდებობის პირი – მერი 1 2650 2   პოლიტიკური თანამდებობის პირი – მერის პირველი მოადგილე  1 1650 3   პოლიტიკური თანამდებობის პირი – მერის მოადგილე  2 1400 4 პირველი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 9 1300 5 მეორე  მეორე სტრუქტურული ერთეულის უფროსი 2 1000 6 მესამე  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  14 700 7 მესამე პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მერის წარმომამადგენელი 16 900 8 მესამე  მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი  16 600 9 მესამე  მესამე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი  3 550 10 მეოთხე  პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი 29 500     სულ: 93 70750