დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (27)
შემდგომი ცვლილებები (12)
1
წინა ცვლილებები (15)
დოკუმენტის ტექსტი
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2018 წლის 17 იანვარი ქ. დმანისი |
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და საშტატო ნუსხა თანახმად დანართი №1-სა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა, სტრუქტურული ერთეულების და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/12/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.156.016225).
3. დადგენილება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
დანართი №1