1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი.
2. გარდამავალ პერიოდში მერი უფლებამოსილია მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადოს ღია კონკურსი ან განახორციელოს მერიის თანამშრომლის კარიერული განვითარება (უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა) ან ჰორიზონტალური გადაყვანა. მერიის თანამშრომლის კარიერული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე კონკურსის წესით არის დანიშნული. ღია კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს მერის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
3. გარდამავალ პერიოდში მერია უფლებამოსილია პირველი, მეორე და მესამე რანგების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოაცხადოს ღია კონკურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. გარდამავალ პერიოდში მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კანდიდატი თავისუფლდება მოხელის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან.
5. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულების მოხელის მიმართ არ გამოიყენება მოხელის შეფასებისა და წახალისებისათვის ამ დებულებით დადგენილი ნორმები.
6. გარდამავალ პერიოდში მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით.
7. გარდამავალ პერიოდში მერიაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
8. მერს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზრაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში გასცეს სხვა დანამატი.
9. გარდამავალ პერიოდში მოხელეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის მოვალეობას, ეძლევა არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო, ხოლო თუ არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, შემცვლელს უნარჩუნდება თავისი სარგო.
10. გარდამავალ პერიოდში მერიაში დასაქმებულ პირებს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ეძლევათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონით და მის საფუძველზე საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და ოდენობი