1. მერიის სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება მერიის რომელიმე სხვა სამსახურს.
2. მერიის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მერის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;
ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს კანონით დადგენილ ვადაზე ნაკლები;
გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;
დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი;
ე) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტის მომზადება და საკრებულოსათვის წარდგენა/მიღება;
ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული ღონისძიებების განხორციელებ