📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №08
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016386
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 457 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.01.2018 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.12.2024 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.03.2024 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.02.2015 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 12.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №08 2018 წლის 18 იანვარი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 და 204-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი. მუხლი 2🔗 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის  განაკვეთები  განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №3 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2017, 200230000.35.176.016141)მუხლი 4🔗 თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის №36 დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02/10/2014, 200230000.35.163.016219). მუხლი 5🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე დანართი  ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 %. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება(გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:  ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;  ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;  გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;  დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 2🔗 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 %. 2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 %. მუხლი 3🔗 1. 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს. 2. 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %-ს. მუხლი 4🔗 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი  ერთ ჰექტარზე შეადგენს: 1.სახნავისთვის (მათ შორის:მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის: 86 ლარს. 2. სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარს. 3.  საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს. მუხლი 5🔗 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის, რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24, ლარს/ შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით, რომელიც შეადგენს: ა) ცენტრალურ ზონაში – 1,3. ბ) შუალედურ ზონაში – 1. გ) პერიფერიულ ზონაში – 0,7. მუხლი 6🔗 1. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 7🔗 1.მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება  ქალაქ თელავის  ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან და საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.