ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.105.016397
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.08.2014
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.08.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2018 წლის 23 იანვარი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 93-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3, პუნქტების „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობის მიხედვით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ( ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 500 ( ორი ათას ხუთასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი;
ე) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთებზე რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხის 20 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 8 000 (რვა ათასი) ლარი.
მუხლი 3🔗
წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) (გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია ყოველკვარტალურად ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 4🔗
წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
მუხლი 5🔗
სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემური ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
მუხლი 6🔗
მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ეთხოვოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სამმართველოს.
მუხლი 7🔗
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 8🔗
დადგენილება გაეგზავნოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
მუხლი 9🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №35 დადგენილება;
ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №18 დადგენილება.
მუხლი 10🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია