📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2018
ძალის დაკარგვა 08.09.2021
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №01-44/1
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.058.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,216 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2018 მიღება
08.09.2021 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №01-44/1 2018 წლის 6 თებერვალი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა მიმართ წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №239 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი,  09/09/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010320040.33.058.016087).  3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრიინგა შამილიშვილი დანართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თავი I რესურსების მართვის დეპარტამენტი მუხლი 1🔗.  რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით; ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავი; ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ)  „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების №3 დანართი (ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია); ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება“. მუხლი 2🔗. ფინანსური დაგეგმვის განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით; ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ფინანსისტის ან ეკონომისტის სპეციალობით; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავი; ვ) „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების №3 დანართი (ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია); ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება“. მუხლი 3🔗.  ფინანსური დაგეგმვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანება; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება“. მუხლი 4🔗. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება“. მუხლი 5🔗. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. თავი II განათლების დეპარტამენტი მუხლი 6🔗. განათლების დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ) „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე) „პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ვ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ზ) ეროვნული სასწავლო გეგმა; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 7🔗. განათლების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ) „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე) ეროვნული სასწავლო გეგმა; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. თავი III კულტურის დეპარტამენტი მუხლი 8🔗. კულტურის დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება კულტურის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „პროფესიული თეატრების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ზ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 9🔗. კულტურის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) კულტურის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ) „კულტურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. თავი IV  სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი მუხლი 10🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი  –  პირველადი სტრუქტურული   ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;    ბ) სამართლის დარგში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; თ) „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 11🔗. იურიდული განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;    ბ) სამართლის დარგში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 12🔗. იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;    ბ)  სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ზ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 13🔗. საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება  საქმისწარმოების, საარქივო  ან სამართლის სფეროში; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 14🔗. საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება  საქმისწარმოების, საარქივო  ან სამართლის სფეროში; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 3. საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – არქივარიუსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და  წინამდებარე მუხლის მეორე პუნქტში მითითებულ საკონკურსო თემატიკასთან ერთად უნდა ფლობდეს „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებას. მუხლი 15🔗. საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული განათლება; ბ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. თავი V სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი მუხლი 16🔗. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის მიმართულებით; ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება შესყიდვების, ფინანსების, ეკონომიკის ან სამართლის სფეროში, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება;  ვ) „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება; ზ) „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება; თ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 17🔗.  სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან  სამართლის მიმართულებით; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების, ფინანსების, ეკონომიკის, სამართლის სფეროში; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება;  ვ) „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. თავი VI ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი მუხლი 18🔗. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ბუღალტრის, ფინანსისტის ან ეკონომისტის სპეციალობით, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება; ვ) „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; ზ) „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანება; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 19🔗. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება შესყიდვების, ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ’’  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; ვ) „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანება; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”.  თავი VII შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი მუხლი 20🔗. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის მიმართულებით; ბ) ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის ან აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლის გამოცდილება. გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ზ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება; თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის  №593 დადგენილება; ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 30 ივლისის N1015 განკარგულება; კ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 21🔗.  შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის მიმართულებით; ბ) ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის ან აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ვ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის  №593 დადგენილება; ზ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 30 ივლისის №1015 განკარგულება; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 22🔗. შიდა აუდიტის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის ან სამართლის მიმართულებით; ბ) ეკონომიკის, საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების, სამართლის ან აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; ე) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის  №593 დადგენილება; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 23🔗. ინსპექტირების განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ეკონომიკის, საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების, სამართლის ან აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; ვ) „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 24🔗. ინსპექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის ან სამართლის მიმართულებით; ბ) ეკონომიკის, საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების, სამართლის ან აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგად ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 3. ინსპექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტ-იურისტს, ამ მუხლით დადგენილ საკონკურსო თემატიკასთან ერთად, მოეთხოვება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა.