📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016182
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,064 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 06.07.2020 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 24.07.2020 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 08.12.2017 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 21.12.2017 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 31.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2018 წლის 30 იანვარი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება, თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25 აგვისტოს  №28 დადგენილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010260030.35.142.016097 ). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას მოქმედებს  მერიიის  სახელით. 2. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით,  რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. 4. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუხსით. 5. სამსახურის იურიდიული  მისამართია: ქ .ნინოწმინდა, პუშკინის ქ. №43. მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები და ამოცანები 1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების, სივრცითი- ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი საქმიანობის მართვა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება. 2. მიზანი _ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა პერსპექტიული განაშენიანების განვითარების თვალსაზრისით. 3. ამოცანები:  ა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საერთო სივრცით-ტერიტორიული სურათის ასახვა, ანალიზი და შემდგომი განახლება; ბ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვითარების გეგმაზომიერი და მეთოდური მოწესრიგება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის თვალსაზრისით; გ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონით დადგენილი წესით; დ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პერსპექტიული განაშენიანების ხედვის ჩამოყალიბება და ასახვა. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების და ობიექტების მეთოდური შესწავლა, მონიშვნა, აღწერა, ასახვა, საინფორმაციო ბანკის შექმნა და ინფორმაციის ყოველდღიური განახლება მიმდინარე ვითარების საერთო სურათის წარმოდგენის მიზნით. 2. საერთო სურათის ყოველდღიური ანალიზი, კრიტიკული წერტილების დადგენა და ინფორმაციის მომზადება. 3. მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მომზადება. 4. დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული „განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად განახორციელოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების საკითხების რეგულირება. 5. კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობის განხორციელება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე. 6. დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმება. 7. განახორციელოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა. 8. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების საჯარო განხილვისათვის მომზადება. 9. მოამზადოს და ინვესტორებზე (დამკვეთებზე) გასცეს შენობა-ნაგებობის დაპროექტებაზე, ასევე სივრცითი მოწყობის დაგეგმვის დოკუმენტაციის დამუშავებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 10. გაცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად განიხილოს და შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტები და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციები. 11. კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით გასცეს მშენებლობის ნებართვები მისი კომპეტენციის ფარგლებში. 12. განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი, მის კონტროლს დაქვემდებარებული, სამშენებლო ობიექტების სისტემატური შემოწმება. 13. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით. 14.უკანონო მშენებლობის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებების შედგენა და დაჯარიმება. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის, სამსახურის ქვედანაყოფებისა და  და  საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით. სამსახურის ხელმძღვანელის  არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. 3. სამსახურის განყოფილებებია: ა) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება; ბ) არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება. 4. სამსახურის განყოფილებები შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა  და განყოფილების მოსამსახურეებისაგან. მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელი 1. სამსახურის ხელმძღვანელი   არის პროფესიული  საჯარო მოხელე,  რომელსაც    ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმებს; დ) ამტკიცებს სამსახურის განყოფილებების სამუშაო გეგმებს; ე) ანაწილებს დავალებებს სამსახურის განყოფილებებსა და მოსამსახურეებს შორის; ვ) უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ზ) იბარებს და აფასებს განყოფილების ხელმძღვანელების და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციათა დამუშავებაში; ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს და უფლებამოსილებებს; კ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტეციის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ   აქტს – ბრძანებას, ახორციელებს სამსახურის მენეჯმენტს, უწევს მართვას და კონტროლს მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში. ლ) ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 3. სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“  კანონის დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 4. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 6🔗. ინფასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციები 1. ინფასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციები : ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა; ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება; გ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა; დ) ახორცილებს მშენებლობის ნებართვის  (უარის თქმის ) გაცემის თაობაზე     ადმინისტრაციულ წარმოებას  და  მერის ბრძანებების პროექტების შემუშავებას; ე) მშენებლობის ნებართვაგაცემული, ლეგალიზებული, შეთანხმებული და ა.შ. დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 7🔗. არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია; ბ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა, უკანონო მშენებლობის ფაქტების გამოვლენის  შემთხვევაში მიღებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები; დ) მენარდის მიერ მშენებლობის ვადების გაგრძელების თხოვნების მომართვის შემთხვევაში აღნიშნული საკითხის კანონით დადგენილი წესით განხილვა და შესაბამისი გადაწყვიტილების მიღება; ე) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა; ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მომზადების ორგანიზება; ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება.; თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ნინოწმინდის მინიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.