1.მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი:
––––––––––– (––––––––––––––––––––) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
უნდა გადაიხადოს მის მიერ -------------------- აუქციონზე დასასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებული სხვაობის შესაბამისად --------------- (----------------------------------) ლარი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან -- კალენდარული დღის ვადაში, ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (აუქციონატორის) მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. მყიდველი ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს ----------------------- აუქციონის შემდეგი პირობები:
ა)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბ)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გ)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დ) და ა.შ.
3. ვალდებულებები
ა) მყიდველი ვალდებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს;
ბ) მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე;
გ) გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს;
დ) ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია ახალგორის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე;
ე) ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან;
ვ) ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით და ხელშეკრულებით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:
ვ.ა) სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ვ.ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ვ.გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%;
ზ) ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა
და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად;
თ) შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველზე გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით;
ი) თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს ან უარს განაცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება;
კ) მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ლ) შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ;
მ) წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3(სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს;
ო) მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას;
პ) ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
პ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
პ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
პ.გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ