1. აუქციონზე შეძენილი ქონების  ფასი: –––––––– (–––––––––––––)  ლარი უნდა გადაიხადოს

(ციფრებით)         (სიტყვიერად)

აუქციონის ჩატარებიდან –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ვადაში

(აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საბოლოო თანხის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

2. ვალდებულებები.

ა) მყიდველი ვალდებულია, შეძენილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.

ბ) მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

გ) გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

დ) ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

ე) ოქმით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ  მათი დადასტურების მომენტიდან.

ვ) ოქმით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით და ხელშეკრულებით  სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე.  კერძოდ:

ვ.ა) სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ვ.ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ვ.გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%.

ზ) ოქმით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად.

თ) შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების საბოლოო/სრული ნასყიდობის ღირებულების დაფარვის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

ი) თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

კ) მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

ლ) ქონების პრივატიზებისას მყიდველზე  საკუთრების უფლება გადადის თანხის  მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

მ) წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ნ)  ნასყიდობის ხელშეკრულება  შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

ო) მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.

პ) ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

პ.ა)  ამონაწერი საჯარო  რეესტრიდან;

პ.ბ)  იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია,  იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

პ.გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აუქციონატორი

წყალტუბოს აღმასრულებელი ორგანო                                                –––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                 (ხელმოწერა)

მყიდველი

აუქციონში გამარჯვებული პირი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                      ––––––––––––––––

პირადი №             ს/კ  ------------                                                                             (ხელმოწერა)

----------------------------------    ბეჭდის ადგილი
.

დანართი № 6

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის/პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, პირობებით/უპირობოდ ხელშეკრულება N

(ტიპური ფორმა)

––––––––         –––––––––––                                                                    ქალაქი წყალტუბო

(რიცხვი,        თვე,         წელ