მხარეთა უფლება–მოვალეობები
1. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასი: ------------------- (ციფრებით) ––––––––––––––––––– (სიტყვიერად) სრულად გადაიხადოს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
2. მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან.
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან.
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
7. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ნასყიდობის საბოლოო ფასს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე /უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
9. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
11. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
12. ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ. იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ. იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აუქციონატორი
ქალაქ ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო ––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა)
მყიდველი
აუქციონში გამარჯვებული პირი
-------------------------- –––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
პირადი № ს/კ ------------
---------------------------------- ბეჭდის ადგილი
დანართი №5
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით ნასყიდობის ხელშეკრულება № -------
(ტიპიური ფორმა)
––––––– ––––– ––––––––––– ქალაქი ქუთაისი
(რიცხვი, თვე, წელ